ყველაზე არადემოკრატიული "დემოკრატიული რესპუბლიკა" | Allnews.Ge

ყველაზე არადემოკრატიული "დემოკრატიული რესპუბლიკა"

"მოდით, ვაქციოთ მთელი ქვეყანა სოციალისტურ, ზღაპრულ მიწად" - ასეთია ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პატრიოტული სლოგანი.

მსგავსი განცხადება უცნაური მოსასმენია, როდესაც ქვეყნის სხვა სლოგანები ძლიერ არმიას, უკეთეს მოსავალს და ამერიკული იმპერიალიზმის დანგრევისაკენ მოუწოდებენ.

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ჩრდილოეთ კორეის შესახებ:

ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი დროის სარტყელი შექმნა.

მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნიდან გაქცევა გაძვირდა. ჩინეთში გადასვლა 8000 დოლარი ჯდება, რაც გაცილებით ძვირია, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ჩრდილოეთკორეელს შეუძლია გადაიხადოს.

კიმ ჩენ ირის წლიური დანახარჯი კონიაკზე 800-ჯერ აღემატებოდა ჩრდილოეთ კორეელის საშუალო წლიურ შემოსავალს - კიმ ჩენ ირი 700 000 ევროს ხარჯავდა წელიწადში კონიაკში. ეს დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარია. საშუალო წლიური შემოსავალი ჩრდილოეთ კორეაში 1000-დან 2000 დოლარამდეა.

კორეის ომის შემდეგ დაბადებული ჩრდილოეთკორეელები სამხრეთკორეელებზე 5 სანტიმეტრით დაბლები არიან - სიმაღლეში სხვაობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 6 მილიონი ჩრდილოეთკორეელი საკვების ნაკლებობას განიცდის.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის ყველა მოქალაქეს შეუძლია წერა-კითხვა.

სახელმწიფო 28 ვარცხნილობის ტარების უფლებას იძლევა - ქალებს 14 ვარცხნილობის არჩევის ნებართვა აქვთ, გათხოვილმა ქალებმა მოკლე თმა უნდა ატარონ, გასათხოვრებმა კი გრძელი. მამაკაცებს ეკრძალებათ ხუთ სანტიმეტრზე მეტი სიგრძის თმის ტარება. ხნიერ მამაკაცებს 7 სანტიმეტრამდე შეუძლიათ თმის გაზრდა.

ჩრდილოეთ კორეამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას გოლი გაუტანა, მაგრამ 2-1-ით დამარცხდა.

ჩრდილოეთ კორეის ფართობი აშშ-ის შტატ პენსილვანიის ფართობს უდრის.

ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანების რიცხვი 2.5-ჯერ აღემატება ნორვეგიის მოსახლეობას - 6.515 მილიონი მამაკაცია სამხედრო სამსახურისთვის მზად და 6.418 ქალი. ჯამში 12.933 მილიონი. ნორვეგიის მოსახლეობა კი 5.1 მილიონია.

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა - 2014 წელს ჩრდილოეთ კორეა სომალისთან ერთად ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

myquiz