"საქართველოში საკვები ძვირია" - რას ყვებიან კანადელი ტურისტები, რომლებმაც 35 ქვეყანაში იმოგზაურეს | Allnews.Ge

"საქართველოში საკვები ძვირია" - რას ყვებიან კანადელი ტურისტები, რომლებმაც 35 ქვეყანაში იმოგზაურეს

კანადელი წყვილი - ნიკი და დარისი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და საკუთარ ბლოგზე მკითხველს შთაბეჭდილებებს უზიარებს.

მათ უკვე 35 ქვეყანა შემოიარეს, მათ შორის საქართველო. მათ გვერდზე საინტერესო სტატია აღმოვაჩინეთ სათაურით - "ჩვენი ყოველდღიური ბიუჯეტი იმ ყველა ქვეყანაში, სადაც ვიმოგზაურეთ". როგორც ნიკი წერს, 35-ვე ქვეყანაში სტანდარტულ, ე.წ. ქვეით ტურისტებად იყვნენ. ისინი ყველგან, ყველაზე იაფიან, 2 ადამიანზე გათვლილ კერძო ოთახს ირჩევენ, თანხას ექსკურსიებზე ხარჯავენ, ყველგან სვამენ ლუდს, მაგრამ არასდროს მიდიან ღამის კლუბებში, სადილობენ და ზოგიერთ ადგილას მოტოციკლს, ან ავტომობილს ქირაობენ.

"გაეცანით ჩვენს გამოცდილებას და მის საფუძველზე დაგეგმეთ შვებულება", - წერს წყვილი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფასები 2 ადამიანისთვისაა განკუთვნილი ამასთან, მოიცავს ქვეყანაში შესვლისთვის ვიზას.

"საქართველო: (დღეში 108 დოლარი): ეს თანხა მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქისთვის, თბილისისთვისაა განკუთვნილი. ოთახში 1 ღამეში 50 დოლარი გადავიხადეთ, ფასში საუზმეც შედიოდა. საკვები ძალიან ძვირია (დაახლოებით 10 დოლარი) მაგრამ გემრიელი. თანხაში შედის ტრანსპორტი თურქეთიდან (50 დოლარი/პერსონა/გზა) და საკმარისი რაოდენობის ლუდი. ვიზა 30 დღის განმავლობაში უფასოა. ალკოჰოლზე ფულის დაზოგვა ქალაქის სხვადასხვა ღვინის მაღაზიებში უფასო ღვინის

სინჯის დაგემოვნებით შეგიძლიათ", - წერია სტატიაში. რაც შეეხება ქვეყნების ნუსხას, სადაც 1 დღის სამყოფი თანხაა მითითებული, ის ასე გამოიყურება:

ინდოეთი: (30 დოლარი)

ინდონეზია: (30 დოლარი)

მალაიზია: (40 დოლარი)

შრი-ლანკა: (40 დოლარი)

ეგვიპტე: (40 დოლარი)

კამბოჯა: (45 დოლარი)

ვიეტნამი: (45 დოლარი)

ტაილანდი: (50 დოლარი)

მიანმარი: (50 დოლარი)

ნეპალი: (54 დოლარი)

ლაოსი: (55 დოლარი)

ფილიპინები: (55 დოლარი)

მაროკო: (56 დოლარი)

ბორნეო: (60 დოლარი)

მალავი: (61 დოლარი)

ბრუნეი: (65 დოლარი)

ტანზანია: (66 დოლარი)

ლიბანი: (74 დოლარი)

სინგაპური: (75 დოლარი)

ჩინეთი: (80 დოლარი)

ინგლისი: (87 დოლარი)

სომხეთი: (88 დოლარი)

კენია: (92 დოლარი)

სვაზილენდი: (94 დოლარი)

მოზამბიკი: (97 დოლარი)

თურქეთი: (98 დოლარი)

ესპანეთი: (100 დოლარი)

იორდანია: (101 დოლარი)

საქართველო: (108 დოლარი)

ჰონგკონგი: (110 დოლარი)

საბერძნეთი: (111 დოლარი)

სამხრეთ აფრიკა: (119 დოლარი)

myquiz