„რაპუნცელების სოფელი“ ჩინეთში, სადაც ქალის თმის დანახვის შემთხვევაში მამაკაცი ვალდებული იყო მასზე ექორწინა | Allnews.Ge

„რაპუნცელების სოფელი“ ჩინეთში, სადაც ქალის თმის დანახვის შემთხვევაში მამაკაცი ვალდებული იყო მასზე ექორწინა

აღმოსავლური კულტურა ევროპელი ადამიანებისათვის ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული, განსაკუთრებით უცნაური ტრადიციების მხრივ ჩინეთი გამოირჩევა. ქვეყანა, რომელსაც მესამე ადგილი უჭირავს მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, ითვლის ათეულობით სხვადასხვა ხალხებს თავისი რიტუალებითა და წეს-ჩვეულებებით. სოფელ ხუანლოში, რომელიც ჩინეთის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს, ცხოვრობს იაოს ტომის ხალხი. მათი მთავარი და უცნაური ტრადიცია ისაა, რომ სოფლის მცხოვრები ქალები მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იჭრიან თმას.

იაოს ხალხი თვლის, რომ ქალისათვის გრძელი თმა არის სიმდიდრის, ბედნიერების, წარმატებისა და დღეგრძელობის საწინდარი. წლების განმავლობაში სოფელში არსებობდა ასეთი ტრადიცია: ქალის თმა შეიძლებოდა მხოლოდ მის ქმარს ენახა ქორწილის დღეს, ხოლო შემდეგ მის შვილებს. ამიტომ როცა ამ ძვირფასი განძის მფლობელები თავს მდინარეში იბანდნენ, მას პირსახოცით იფარავდნენ, რომ არავის დაენახა.

1987 წლამდე სოფელში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც მამაკაცი, რომელიც ქალის თმას დაინახავდა, ვალდებული იყო მისი ქმარი ყოფილიყო 3 წლის განმავლობაში. ეს კანონი გაუქმდა 27 წლის წინ, ასე რომ გოგონებს ახლა უფლება აქვთ ყველას აჩვენონ თავიანთი ლამაზი თმები.

არსებობს კიდევ ერთი ტარდიცია იაოს ხალხებში- გოგონას მხოლოდ ერთხელ ჭრიან თმას-როცა ის 16 წლის გახდება. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე სრულწლოვანია და შეუძლია საქმრო მოძებნოს. შეჭრილი თმისაგან აკეთებენ ქალის თავსაბურავს და მას საქმროს მიართმევენ ქორწილზე.

ვარცხნილობის მიხედვით არამარტო სოციალური სტატუსი განისაზღვრება, ასე მაგალითად:თუ თმები თავის ირგვლივაა შემოხვეული- ქალი გათხოვილია, მაგრამ შვილები არ ჰყავს, თუ თმები მჭიდრო კვანძადაა შეკრული- ქალი გათხოვილია და შვილებიც ჰყავს, ხოლო თუ თმებში ცხვირსახოცია ჩაბნეული- ქალი ეძებს საქმროს ან საყვარელს.

სოფელ ხუანლოს ქალების მდიდრული თმების საფუძველი ბრინჯის ნახარშზე დამზადებული შამპუნია. სოფელი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც "ყველაზე გრძელთმიანების სოფელი"-აქ გაუთხოვარი გოგონების თმების სიგრძე საშუალოდ 1, 5 მეტრს აღწევს, ხოლო რეკორდულად ითვლება ნაწნავი, რომლის სიგრძე 2 მეტრია.

myquiz