მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა | Allnews.Ge

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"ციხიდან გაქცევა" იმ სერიალების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც მაყურებელი არასდროს ივიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი სერიების გამოსვლიდან წლები გავიდა, ბევრისთვის დღემდე ერთ-ერთ ფავორიტ სერიალად რჩება.

"ციხიდან გაქცევამ" განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და მისი ყოველი ახალი სერიის გამოსვლას მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდა.

ძმების, მაიკლ სკოფილდისა და ლინკოლნ ბეროუზის ისტორია, როგორც ჩანს, არ დასრულებულა. რეჟისორი ახალი სეზონის გადაღებას და მილიონობით ფანის გახარებას გეგმავს. ეს ინფორმაცია კი "ინსტაგრამზე" სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ლინკოლნ ბეროუზის როლის შემსრულებელმა, დომინიკ პარსელმა დაადასტურა.

"ჭორი #1: მე ასაკოვანი ვარ - დიახ, ასე, 50 წლის ვარ.

ჭორი #2 - მე მელოტი ვარ - არა, მელოტი არ ვარ და თმა მთელ თავზე მაქვს.

ჭორი #3 - გამოვა "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონი? - კი, გამოვა" - წერს მსახიობი.

უცნობია, კონკრეტული თარიღი, თუ როდის იხილავს მაყურებელი სერიალის ახალ სეზონს. სავარაუდოდ, გადაღებები ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.

სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 2005 წელს შედგა და ოთხ სეზონში, 2009 წელს დამთავრდა, თუმცა 2017 წელს საყვარელი გმირები მეხუთე სეზონით დაგვიბრუნდნენ. როგორც ჩანს, დასასრული არც მეხუთე სეზონი ყოფილა.

myquiz