როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიოს უნიკალური ნაგებობები მანამ, სანამ ტურისტულ ობიექტებად გადაიქცეოდნენ | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიოს უნიკალური ნაგებობები მანამ, სანამ ტურისტულ ობიექტებად გადაიქცეოდნენ

ჩვენ დრომდე შემონახულ უძველეს, უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობებს თავიანთი არსებობის ორი პერიოდი გააჩნიათ -ეს არის დრო, როცა ისინი ყველაზე კარგად გამოიყურებოდნენ: პირველი - როცა ისინი ააშენეს(რა თქმა უნდა, ახლად აშენებული ნაგებობა გაცილებით ლამაზია, ვიდრე ძველი და დანგრეული), და მეორე - რესტავრაციის შემდგომი პერიოდი, როცა XX-XXI საუკუნეებში ადამიანებმა ისწავლეს არტეფაქტების დაფასება და მათზე ზრუნვა.

საინტერესოა ვნახოთ, როგორი შესახედაობა ჰქონდათ უდიდეს ნაგებობებს შუალედურ, რესტავრაციამდელ პერიოდში?

საბედნიეროდ, ამის ნახვის საშუალებას იძლევა ისტორიული, უძველესი ფოტოები, რადგან XIX საუკუნეში უკვე გაჩნდა ფოტოგრაფია და შესაძლებელი გახდა არქიტექტურული შედევრებისა და და კულტურული ძეგლების ფოტოფირზე აღბეჭდვა. თუ თვალს გადავავლებთ ამ პერიოდის ფოტოებს, სამწუხაროდ, დავინახავთ, რომ ბევრი ცნობილი ქანდაკების ან ნაგებობის მდგომარეობა მეტად სავალალოა. თქვენს წინაშეა უძველესი ისტორიული ნაგებობების ძველი ფოტოები, რომლებზეც ისინი აღბეჭდილია მანამდე, სანამ მათ რესტავრაციას გაუკეთებდნენ და თანამედროვე სახეს მიიღებდნენ.

ჩინეთის დიდი კედელი 1907 წელს

shenobebi-7-1638964359.jpg

ჩინეთის დიდი კედელი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3 საუკუნით თარიღდება. მიუხედავად მისი გრანდიოზულობისა და უნიკალურობისა, თითქმის XX საუკუნის ბოლომდე მას ულმობლად ანადგურებდნენ და ანგრევდნენ, რადგან ამას ხელს არავინ უშლიდა.

პირქით, ადგილობრივი მცხოვრებლები აქტიურად უწყობდნენ ხელს ამ პროცესს, რის გამოც კედლის ათეულობით კილომეტრი მთლიანად განადგურდა. მხოლოდ 1984 წელს გაამახვილა ჩინეთის ხელისუფლებამ ყურადღება ამ უნიკალურ ნაგებობაზე და მიიღო მისი რესტავრაციის დადგენილება, თუმცა კედლის არატურისტული ნაწილი დღესაც მიტოვებულია და მოუვლელი, რის გამოც ნგრევა კვლავ გრძელდება.

ჩინეთის დიდი კედელი საკმაოდ გრძელია და მისი მოვლა-პატრონობა დიდ ძალისხმევას და ფინანსებს მოითხოვს. ასე გამოიყურება ჩინეთის დიდი კედლის ტურისტული ნაწილი დღეს

shenobebi-8-1638964428.jpg

დიდი სფინქსი 1870-იან წლებში

ყველასათვის კარგად ცნობილი დიდი სფინქსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2558-2532 წლებში შექმნეს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სულ რაღაც 150 წლის წინ ლეგენდარული ძველეგვიპტური მონუმენტი სანახევროდ ქვიაშაში იყო ჩაფლული. ის ბოლომდე ამოთხარეს და ქვიშისგან გაათავისუფლეს 1925 წელს.

აი ასე გამოიყურება დიდი სფინქსი ახლა

მაჩუ-პიქჩუ (პერუ) 1912 წელს

მაჩუ-პიქჩუ დაახლოებით 1450 წელს აშენდა. მას შემდეგ, რაც აქაური ცივილიზაცია განადგურდა, ძველი ქალაქი მიტოვებული და ყველასაგან დავიწყებული იქნა 300 წლის მანძილზე, სანამ ის საფრენი პარატიდან არ დაინახა ამერიკელმა მკვლევარმა ჰაირამ ბინჰემმა 1911 წელს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ძველი ქალაქის გათხრები და რეკონსტრუქცია. ასე გამოიყურება პერუს ლეგენდარული ქალაქი დღეს

სტოუნჰენჯი 1877 წელს

სტოუნჰენჯის შექმნის თარიღად მიჩნეულია დაახლოებით 30 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე. XX საუკუნის დასაწყისამდე მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვის ნაგებობა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა: ქვების დიდი ნაწილი მიწაზე ეყარა ან დახრილ მდგომარეობაში უწესრიგოდ იყო მოფანტული.

სარესტავრაციო სამუშაოებმა, რომლებიც 1901-1965 წლებში ჩატარდა, მეცნიერების აზრით, ძალიან დაამახინჯა და შეცვალა ქვების თავდაპირველი განლაგება. ასე გამოიყურება ეს უნიკალური ქვის ნაგებობა დღეს

კუკულკანის პირამიდა, ჩეჩენ-იცა (მექსიკა) 1892 წელს

კუკულკანის ცნობილი პირამიდა აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით VIII-XII საუკუნეების შუალედში. XIX საუკუნის ბოლომდე ის მცენარეებით იყო დაფარული და მხოლოდ XX საუკუნის 30-იან წლებში მოხდა მისი გათავისუფლება და გაწმენდა მცენარეების და ბალახებისაგან. ასე გამოიყურება კუკულკანის პირამიდა დღეს

ელ-ხაზნე (პეტრა, იორდანია) 1900-1940 წლებში

ეს უნიკალური ტაძარი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში. საუკუნეების მანძილზე იყო ეს გრანდიოზული შენობა მივიწყებული და მიგდებული და მხოლოდ 1812 წელს იქნა ის თავიდან აღმოჩენილი.

XIX საუკუნის 20-იან წლებში პეტრას ტაძარი უკვე იქცა საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ობიექტად, თუმცა ფოტოსურათებზე აშკარად ჩანს რესტავრაციის შემდგომი ცვლილება ტაძრის ფასადზე. ასე გამოუყურება ელ-ხაზნე დღეს

პართენონი, ათენის აკროპოლისი 1839 წელს

ძეგლი აგებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში. პართენონი დღესაც ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, თუმცა არც ისე სავალალოდ გამოიყურება როგორც ეს ჩანს 1839 წელს გადაღებულ ფოტოსურათზე. (სხვათა შორის, ეს არის პირველი ფოტო, რომელზეც ათენია აღბეჭდილი).

თუმცა, როგორ გადარჩებოდა ის პირვანდელი სახით, როცა 1687 წელს მას ზარბაზანი ესროლეს? იმავე დროს ის ასრულებდა დენთის საწყობის ფუნქციას, რამაც აფეთქება კიდევ უფრო გააძლიერა და მნიშვნელოვნად დააზიანა ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი. თუ 1839 წელს გადაღებულ ფოტოს კარგად დავუკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ მეჩეთს, რომელიც პართენონის გვერდით აშენდა XVII საუკუნეში. ასე გამოიყურება ათენის პართენონი დღეს

myquiz