შთამბეჭდავი ფოტოები - გაიცანით წყვილი, რომელიც მსოფლიოს მასტაბით ცნობილი ფილმების სცენებს იმეორებს | Allnews.Ge

შთამბეჭდავი ფოტოები - გაიცანით წყვილი, რომელიც მსოფლიოს მასტაბით ცნობილი ფილმების სცენებს იმეორებს

ეს წყვილი ცდილობს, რომ მსოფლოში მოგზაურობა უფრო საინტერესო გახადოს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფილმის ან სერიალის სცენის ადგილი იპოვონ და მაქსიმალურად მსგავსი სურათი გადაიღონ. ასეთი ფოტოს გადაღებას ბევრი დრო და შრომა სჭირდება.

პირველ რიგში, მათ შესაფერისი კოსტიუმები უნდა იპოვონ. ჩვეულებრივ, დახმარებას მეგობრებს და ოჯახს სთხოვენ ან კოსტიუმებს თავად ქმნიან ან ყიდულობენ.

მეორეც, ზუსტი ადგილმდებარეობა უნდა იპოვონ. ეს რთულია, რადგან გარემო ან ქალაქი გადაღების შემდეგ ძლიერ შეცვლილია. გარდა ამისა, კინოკომპანიები სპეცეფექტებს იყენებენ და ზუსტი ადგილის პოვნა კიდევ უფრო რთულია.

მესამეც, გადაღება ყოველთვის კარგი შედეგით არ სრულდება. როცა მათ მზიანი ამინდი სჭირდებათ, შეიძლება წვიმა წამოვიდეს. როცა ცარიელი კადრი სჭირდებათ, შეიძლება ქუჩაში ხალხი იყოს.

ერთი სიტყვით ბევრი დაბრკოლება არსებობს, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, რომ საყვარელი საქმით დაკავდნენ.

წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს:

1. ფორესტ გამპი / მონუმენტების ხეობა, აშშ

2. შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა / ბერლინი, გერმანია

3. სამეფო კარის თამაშები / გასტელუგაჩე, ესპანეთი

4. ვარსკვლავური ომები / კომოს ტბა, იტალია

5. ბეჭდების მბრძანებელი / აღდგომის მთა, ახალი ზელანდია

6. უცხოელი / ფოლკლენდის კუნძულები, შოტლანდია

7. სამეფო კარის თამაშები / ზუმაია, ესპანეთი

8. ბედის ვარსკვლავის ბრალია / ამსტერდამი, ნიდერლანდები

9. ადამიანი ჭიანჭველა / სან–ფრანცისკო. აშშ

10. ლამაზმანი/ ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ

Intermedia.ge

myquiz