საქართველოში პირველი drive-in კინოთეატრის გახსნის თარიღი ცნობილია | Allnews.Ge

საქართველოში პირველი drive-in კინოთეატრის გახსნის თარიღი ცნობილია

საქართველოში პირველი Drive-in კინოთეატრის გახსნის თარიღი ცნობილია.

კერძოდ, Cavea Drive-in კინოთეატრების გახსნა და პირველი ჩვენება 9 ივლისს, ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზეა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია Cavea Cinemas Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

1-ელ ჩვენებაზე მოქალაქეებს, უტა ბერიას "უარყოფითი რიცხვების" პრემიერის ნახვა და ერეკლე დეისაძის ბენდის ლაივის მოსმენა შეეძლებათ.

ცნობისთვის, "კავეას"კინოთეატრი ლისის ახალი იპოდრომის პარკინგზე, საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება.

myquiz