სად შევიძინოთ საინტერესო აქსესუარები ჰელოუინისთვის | Allnews.Ge

სად შევიძინოთ საინტერესო აქსესუარები ჰელოუინისთვის

ჰელოუინი ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება, მსვლელობა და აქტივობა ტარდება. მათ შორის: თამაშები, ფეიერვერკები, სახის მოხატვა, კოსტიუმირებული წვეულებები და "მოჩვენებებიანი სახლების" მონახულება.

სწორედ ჰელოუინთან არის დაკავშირებული ორიგინალური დიზაინის და ფორმის მქონე გოგრები. ამ დღეს ახალგაზრდები ხშირად ეწყობიან სხვადასხვა თემატურ კოსტიუმსა და ნიღაბში. იმართება ღონისძიებები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

ჰელოუინის აღნიშვნა უცხო არ არის ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვისაც. ისინიც აქტიურად ემზადებიან ამ დღისთვის და ორიგინალური კოსტიუმებით იმოსებიან. ამერიკაში, როგორც წესი, ჰელოუინზე საშიშ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები აშინებენ დიდებს და კომპენსაციის სახით ტკბილეულს ითხოვენ.

ამ დღესასწაულმა უკანასკნელ წლებში საქართველოშიც აქტიურად დაიმკვიდრა ადგილი. ახალგაზრდების ნაწილმა სამზადისი უკვე დაიწყო. ჰელოუინისთვის განსაკუთრებული, ორიგინალური დიზაინის მქონე თემატური აქსესუარების შეძენა კი "ბიბლუსი გალერეაშია" შესაძლებელი. მათ შორისაა თიხისგან დამზადებული, სხვადასხვა ზომისა და ფერის სასანთლე გოგრები, სანთლები და სხვა საინტერესო დეკორაციები.

ჰელოუინის აქსესუარების შეძენა ასევე შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად "ბიბლუსის" ვებგვერდზე

20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე ნივთების ტრანსპორტირების სერვისი სრულიად უფასოა როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში.

myquiz