რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს | Allnews.Ge

რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს

რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია თეატრის რამდენიმე ათეულ თანამშრომელზე, მათ შორის მსახიობებზე.

ინფორმაციასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" რუსთაველის თეატრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ. სააგენტო დეტალების დაზუსტებას კულტურის სამინისტროშიც ცდილობს.

myquiz