შვედი DJ-ის ავიჩის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge

შვედი DJ-ის ავიჩის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ომანის სამთავრობო უწყებები ცნობილი შვედი DJ-ის ავიჩის გარდაცვალების საქმეში კრიმინალურ საფუძვლებს გამორიცხავენ. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების განმარტებით, სხეულის გაკვეთის შემდეგ, მათ შეუძლიათ, დაადასტურონ, რომ ახალგაზრდა არტისტის გარდაცვალების საქმეში კრიმინალური ფაქტორები არ გამოიკვეთა.

28 წლის შემსრულებელი, რომლის ნამდვილი სახელი ტიმ ბერგლინგია, გასულ კვირას ომანის დედაქალაქ მასკატში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ომანში DJ ავიჩის ოჯახის წევრები იმყოფებიან. ისინი ცხედრის სამშობლოში გადასვენებისთის ემზადებიან. შვედი შემსრულებლისთვის პატივის მისაგებად გულშემატკივრები სტოკჰოლმში შაბათს შეიკრიბნენ.

ავიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული DJ იყო, რომელმაც ელექტრონულ მუსიკაში თავისი ასაკის მიუხედავად, მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. ის მუშაობდა ისეთ არისტებთან, როგორიც მადონა და კრის მარტინია.

ტიმ ბერგლინგს ჯანმრთელობასთან დაკავირებული პრობლემები ჰქონდა. 2 წლის წინ მან ხშირ წარმოდგენებზე, გასტროლებსა და ცხოვრების დამღლელ წესზე უარი თქვა და შესვენება აიღო. თავისი გადაწყვეტილება მან მაშინ სტრესით, გაღიზიანებითა და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა.

"მუსიკის შექმნა მაბედნიერებს. გასტროლების დროს ძალიან ბევრ დიდებულ ადამიანს შევხვდი, ბევრი გასაოცარი ადგილი ვნახე და კარგი მოგონებების დაუსრულებელი მარაგი მაქვს. გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ყველა განსხვავებულია და ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ყველაზე სწორი იყო"- დაწერა სოციალურ ქსელში შემსრულებელმა.

myquiz