ყველაზე რომანტიკული ფილმები, რომლებსაც სიყვარულის დღეს უნდა უყუროთ | Allnews.Ge

ყველაზე რომანტიკული ფილმები, რომლებსაც სიყვარულის დღეს უნდა უყუროთ

ვალენტინობის ანუ სიყვარულის დღისთვის შეყვარებული წყვილების ნაწილი განსაკუთრებულად ემზადება, ცდილობენ ერთმანეთს ორიგინალური და დასამახსოვრებელი საჩუქრები გაუკეთონ, ზოგიერთი მათგანი კი საღამოს უბრალოდ კარგი ფილმის ყურებას ამჯობინებს. თუ ასეთი წყვილების სიაში ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა - გთავაზობთ ყველაზე პოპულარული და აღიარებული რომანტიკული ფილმების ჩამონათვალს.

13 Going on 30/13-დან 30-ში

ბევრ ჩვენგან ეს ფილმი არაერთხელ უნახავს, თუმცა გახალისება და რომანტიკული განწყობის შექმნა ჯენიფერ გარნერის მხიარულ პერსონაჟს ყოველთვის შეუძლია. Netflix-ის ფილმის "13-დან 30-ში" აღწერს 13 წლის გოგონას ისტორიას, რომელმაც ჩაიფიქრა, რომ უკვე 30 წლის ყოფილიყო, შედეგმა კი არ დააყოვნა.

The African Queen/აფრიკის დედოფალი

ფილმი 1951 წელს ჰარი ჰიუსტონმა გადაიღო. მისი სიუჟეტი ასეთია: აღმოსავლეთ აფრიკაში 1914 წელს მთვრალი კაპიტანი ჩარლი თავისი გემით უბრუნდება სოფელს, სადაც შეხვდება მისიონერული საქმიანობით დაკავებულ კეტრინ ჰეპბერნს. წყვილს შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყება.

America’s Sweethearts/ამერიკის რჩეულები

ედი (ჯონ კიუსაკი) და გვენი (კეტრინ ზეტა-ჯონსი) ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა თავიანთი ახალი ფილმის რეკლამირებისთვის უწევთ, ხალხს თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს ისევ ერთად არიან. ამ პერიოდში ედისა და გვენის დას, კიკის (ჯულია რობერტსი) ერთმანეთი შეუყვარდებათ.

Atonement/ მონანიება

ბევრი ჩვენგანის ამ ერთ-ერთ საყვარელ ფილმში, პერსონაჟებს კირა ნაითლი, ჯეიმს მაკკავოი და ბენედიქტ კამბერბეჩი განასახიერებენ. ფილმში აღწერილია 13 წლის გოგონას ისტორიას, რომელიც ერთი ქცევით მისი გარშემომყოფების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

Blue is the Warmest Color/ ლურჯი ყველაზე თბილი ფერია

ამ ცნობილმა დრამამ 2013 წელს კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმა მოიგო. ფილმი აღწერს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ადელის ისტორიას, რომელმაც საკუთარი თავის ძიების პროცესში ურთიერთობა ლურჯთმიან ემასთან დაიწყო.

Breakfast at Tiffany’s/საუზმე ტიფანისთან

ბლეიკ ედვარდსის კლასიკა, რომელიც ტრუმენ კეპოტის ნოველაზეა დაფუძნებული და მთავარი პერსონაჟის როლს ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი თამაშობს, მოგვითხრობს გლამურული გოგონასა და ახალგაზრდა მწერლის ისტორიას, რომელსაც ფინანსურად თავისი მდიდარი მეგობარი ქალი ეხმარება. მისი ნახვის შემდეგ "საუზმე ტიფანისთან" თქვენი საყვარელი ფილმების ჩამონათვალში აღმოჩნდება.

Bridget Jones’ Diary/ბრიჯიტ ჯონსის დღიური

2001 წელს, გამოსვლის დღიდან ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა ბრიტანელი ქალის ისტორიას, რომელიც სიყვარულს ეძებს, ამ ყველაფერს კი პერსონალურ დღიურში აღწერს.

Can’ Buy Me Love/არ შემიძლია, ვიყიდო სიყვარული

ფილმი 80-იანი წლების ბოლოს არის გადაღებული, მთავარი როლის შემსრულებელი კი პატრიკ დემპსია. პატრიკი სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგოს უხდის 1 000$-ს, რომ მისი შეყვარებული იყოს, რადგან მიაჩნია, რომ მას ეს პოპულარობას მოუტანს, თუმცა ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.

Carol/ქეროლი

ფილმი 1950-იანი წლების სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ახალგაზრდა და შუა ხნის ქალების რომანზეა აგებული. ფილმში მთავარ როლებს რუნი მარა და ქეით ბლანშეტი ასრულებენ.

ქეით ბლანშეტის პერსონაჟს გარშემომყოფებთან პრობლემები საკუთარი ორიენტაციის გამო ექმნება, ამ პროცესებში კი მისი ახალგაზრდა შეყვარებულიც აღმოჩნდება.

Drinking Buddies/ლოთები

ჯეიკ ჯონსონი და ოლივია უაილდი თანამშრომლები არიან, ერთმანეთთან ფლირტის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ მომავლშიც ერთად ყოფნა მოუწევთ, პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება.

Hitch/ჰიტჩი

თუ უილ სმიტი თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია, "ჰიტჩი" აუცილებლად გექნებათ ნანახი, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო კინონამუშევარია, რომელშიც ის მონაწილეობს.

რაც შეეხება სიუჟეტს, მომხიბვლელი ჰიტჩი მამაკაცებს ასწავლის, როგორ დაიპყრონ ქალების გულები, როცა თავად არავინ უყვარს, ამასობაში კი მახეში გაებმება და საყვარელი ქალისთვის ყველაფრის ფასად იბრძვის.

How to Lose a Guy in 10 days/როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში

ფილმი ორი პერსონაჟის მხიარულ ისტორიას მოგვითხრობს. მეთიუ მაკკონაჰის პერსონაჟი ნაძლევს დებს, თუ როგორ შეაყვარებს ნებისმიერ ქალს რამდენიმე დღეში, როცა ამ პირობის ასრულებას ცდილობს ჟურნალისტთან, რომელიც მუშაობს თემაზე "როგორ მოვიშოროთ თანამშრომელი 10 დღეში."

Midnight in Paris/შუაღამე პარიზში

მწერალი, რომელიც 1920-იანი წლების პარიზში ცხოვრებაზე ოცნებობს, საფრანგეთის დედაქალაქში თავის შეყვარებულთან ჩასვლის შემდეგ კი ამ პერიოდის მწერლებსა და მხატვრებს ხვდება.

myquiz