სამწუხაროდ, ლიკა ქავჟარაძეს ვარსკვლავს ვეღარ გავუხსნით - დათო ოქიტაშვილი | Allnews.Ge

სამწუხაროდ, ლიკა ქავჟარაძეს ვარსკვლავს ვეღარ გავუხსნით - დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აღარ გაიხსნება.

როგორც ოქიტაშვილი kvirispalitra.ge-სთან აცხადებს, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი ზოგადად არ იხსნება. მაგრამ მისივე განცხადებით, გაკეთდება ხეივანი, სადაც ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი საპატიო ადგილს დაიკავებს.

"ლიკას პირდაპირ ეთერში შევთავაზე მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა... ის ნამდვილად იმსახურებდა ვარსკვლავს, როგორც ნიჭიერი მსახიობი და ქართველი ქალის სილამაზის სიმბოლო. უფრო ადრეც ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, კარგად არ ვარ და გთხოვთ, გადავდოთო. შემდეგ სიურპრიზი მოვუწყვე და პირდაპირ ეთერში იმიტომ ვუთხარი, რომ უარი ვერ ეთქვა.

დეკემბერში გვქონდა დაგეგმილი ვარსკვლავის გახსნა, უკვე ყველაფერს ვგეგმავდით, მაგრამ... ლიკას გარდაცვალებით იმდენად ვარ შეძრული, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება, მაგრამ ხეივანს ვაკეთებთ, სადაც ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი საპატიო ადგილს დაიკავებს" , – აცხადებს ოქიტაშვილი.

myquiz