ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას უცხოური მედიაც აშუქებს | Allnews.Ge

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას უცხოური მედიაც აშუქებს

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ უცხოური მედიაც აქტიურად წერს. სამწუხარო ფაქტის შესახებ თავის მკითხველს რუსულმა "გაზეტა.რუმ", "ლენტა.რუმ", "ინტერფაქსმა", "ნტვ"-მ, უკრაინულმა "გორდონმა" და კიდევ არაერთმა გამოცემამ აცნობა.

რუსული მედია ლიკა ქავჟარაძეს საბჭოთა მსახიობად მოიხსენიებს და მკითხველს იმ ფილმების ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებშიც ქავჟარაძე მონაწილეობდა.

"გორდონი" "ინტერპრესნიუსზე" დარდნობით იუწყება, რომ ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი თბილისში საკუთარ სახლში იპოვეს, გამოცემა მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო ვერსიად გულის შეტევას ასახელებს, თუმცა, აღნიშნავს რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სიკვდილამდე მიყვანის მუხლით აღძრა.

ლიკა ქავჟარაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი თენგიზ აბულაძის ფილმ "ნატვრის ხეში" მარიტას როლის შესრუილებით გახდა. თუმცა ეს ერთადერთი მხატვრული ფილმი არ არის, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. "სპირალი", "დიუმა კავკასიაში", "პეპელა", "კავკასიური რომანსი", ფილმების ისე მცირე ჩამონათვლია, რომლებშიც მსახიობი მონაწილეობდა.

ცნობილია, რომ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება. მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. კულტურის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.

myquiz