თაკო ნაცვლიშვილი შესაძლოა Victoria"s Secret-ის ახალი სახე გახდეს | Allnews.Ge

თაკო ნაცვლიშვილი შესაძლოა Victoria"s Secret-ის ახალი სახე გახდეს

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი შესაძლოა, Victoria"s Secret-ის ახალი სახე გახდეს. ორი დღის წინ, თაკო ნიუ-იორკში ქასტინგზე იმყოფებოდა და ფინალში გადასვლის შესახებ განცხადება ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

"ყველას უღრმესი მადლობა! მართლა ძალიან მახარებს თქვენი მხარდაჭერა და ვაფასებ რომ ესე მიდგახართ გვერდში, ფინალურ ტურში გადასვლაზე არანაკლებ მიხარია თქვენი გულშემატკივრობა!" - ნათქვამია მოდელის პოსტში.

როგორც ცნობილია, Victoria"s Secret გრანდიოზული ფინალური შოუსთვის 25 ახალ მოდელს არჩევს. იქნება თუ არა თაკოს ადგილი 25 მოდელს შორის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

myquiz