"ბიბლუსი გალერეაში" ჯ. რ. რ ტოლკინის "ჰურინის შვილები" პრეზენტაცია გაიმართა | Allnews.Ge

"ბიბლუსი გალერეაში" ჯ. რ. რ ტოლკინის "ჰურინის შვილები" პრეზენტაცია გაიმართა

1-ელ აგვისტოს "ბიბლუსი გალერეაში" ჯ. რ. რ ტოლკინის "ჰურინის შვილები" პრეზენტაცია გაიმართა. "ბეჭდების მბრძანებლისა" დაჰობიტების სამყაროს შემქმნელი ტოლკინის "ჰურინის შვილები" ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლებთან ერთად ლიტერატურათმცოდნე - ზაზა შათირიშვილმა და მთარგმნელმა, გიორგი გომართელმა წარადგინეს.

"წიგნი განმსჭვალულია სიმამაცით, ეს არის წიგნი მეგობრობაზე , პატივისცემასა და ბრძოლაზე. წიგნში ისეთი სიმძლავრის ბოროტება ჩანს როგორსაც აქამდე არსად შევხვედრივართ" - განაცხადა წიგნის მთარგმნელმა გიორგი გომართელმა.

"ტოლკინი მეოცე საუკუნის ლიტერატურის კლასიკოსია უკვე. ფენტეზის ჟანრის ჩამოყალიბებაში მისმა წიგნმა "ბეჭდების მბრძანებელი" დიდი როლი შეასრულა და დღესდღეობით არის კიდეც ამ ჟანრის შედევრი," - ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი.

წიგნთან ერთად შედგა წიგნების სერიის, "პორტალის” პრეზენტაციაც, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გააერთიანებს.

myquiz