"ძალიან რთული პერიოდი იყო განშორება" - ანჯელინა ჯოლის ინტერვიუ Vanity Fair-თან | Allnews.Ge

"ძალიან რთული პერიოდი იყო განშორება" - ანჯელინა ჯოლის ინტერვიუ Vanity Fair-თან

"ჩემი მშობლების განქორწინების შემდეგ დედაზე ძალიან ვნერვიულობდი, -  ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ Vanity Fair-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ღიად ისაუბრა თავის ცხოვრებაზე და ბრედ პიტთან დაშორებაზე.

"ჩემი მშობლების განქორწინების შემდეგ დედაზე ძალიან ვნერვიულობდი და არ მინდა, რომ იგივე ჩემმა შვილებმაც გადაიტანონ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების თანდასწრებით ტირიხარ თუ მარტო, აბაზანაში. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინაც კი, თუ თავად არ ხარ ამაში დარწმუნებული", - ამბობს ჯოლი.

ანჯელინამ აღნიშნა, რომ ბრედთან განქორწინების მიზეზი მათი ცხოვრების სტილი არ ყოფილა, რაც გადაღებების გამო, სხვადასხვა ქვეყნებში ხშირ მოგზაურობებსა და ხანგრძლივ განშორებებს გულისხმობს.

"ჩვენი ცხოვრების სტილში ნეგატიური არაფერი ყოფილა. ეს არ იყო პრობლემა. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ გვაქვს და შეგვიძლია ჩვენ შვილებს გავუზიაროთ. ჩვენი შვილები ექვსი ძალიან ენერგიული, გონიერი ადამიანია, ექვსი ინდივიდი. ძალიან ვამაყობ. გასული წლის შემდეგ, როდესაც სიტუაცია გაუარესდა, ყველანი ვცდილობთ, რომ ერთ მიზანს მივაღწიოთ. არ მინდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ყველაფერი გართულდა", - ყვება ანჯელინა.

ამჟამად მსახიობი თავის 25 მილიონი დოლარის ღირებულების ვილაში ცხოვრობს შვილებთან ერთად, რომელიც ბრედ პიტის ვილისგან ხუთი წუთის სავალზეა.

"ძალიან რთული პერიოდი იყო განშორება. ამ სახლში გადმოსვლა დიდი გარღვევა იყო ჩვენთვის. ბავშვები ძალიან მამაცები არიან. ყველანი ვცდილობთ ჭრილობების მოშუშებას", - აღნიშნავს ჯოლი.

myquiz