ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა | Allnews.Ge

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 74-ე ცერემონია მსახიობმა , ჯიმი ფელონმა გახსნა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებული ჯილდოს მთავარი ტრიუმფატორი მიუზიკლი ლალა-ლენდია, რომელმაც 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შესრულებისთვის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმში, ჯილდოები ემა სტოუნმა და რაიან გოსლინგმაც დაიმსახურეს.

"ოქროს გლობუსის" მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი დამენ შაზელი გახდა. საპატიო "ოქროს გლობუსი" მერილ სტრიპმაც დაიმსახურა. საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში "ატლანტა", ხოლო დრამისთვის განკუთვნილი "ოქროს გლობუსი" ფილმმა moonlight-მა მიიღო. საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული სურათი კი ფილმი - Elle გახდა.

myquiz