"მატრიცას" შემქმნელი ძმები ვაჩოვსკები დები ვაჩოვკსები გახდნენ | Allnews.Ge

"მატრიცას" შემქმნელი ძმები ვაჩოვსკები დები ვაჩოვკსები გახდნენ

საკულტო ფილმ "მატრიცას" რეჟისორმა ენდი ვაჩოვსკიმ განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალია და ამიერიდან მისი სახელი ლილი ვაჩოვსკია.

48 წლის ლილი ვაჩოვსკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება სქესის შეცვლის ფაქტი საჯარო გაეხადა.

"ვიცოდი, რომ მომიწევდა ამ ფაქტის გახმაურება. როდესაც ტრანსგენდერი ხარ, რთულია ამის დამალვა. უბრალოდ მინდოდა დრო მქონოდა, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო" - განაცხადა ლილი ვაჩოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ, მისმა დამ, ლანა ვაჩოვსკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალი გახლდათ. ამჟამად, ძმები ვაჩოვსკები დები ვაჩოვსკები არიან.

აღსანიშნავია, რომ ლილი ვაჩოვსკის ცოლი ჰყავს, რომელთანაც იმის აღიარება მოუწია, რომ ტრანსგენდერი ქალი იყო.

ვაჩოვსკების ფილმოგრაფია ითვლის ისეთ სურათებს, როგორიცაა ლეგენდარული "მატრიცა", Cloud Atlas, ისინი არიან სცენარისტები და პროდუსერები ფილმისა "ვი ვენდეტასთვის", ხოლო ამჟამად მუშაობენ ფანტასტიკურ სერიალ Sense8-ს მეორე სეზონზე.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.

myquiz