როკფელერები, როტშილდები, ჰერსტები- როგორ ცხოვრობენ დღეს მსოფლიოს უმდიდრესი დინასტიები | Allnews.Ge

როკფელერები, როტშილდები, ჰერსტები- როგორ ცხოვრობენ დღეს მსოფლიოს უმდიდრესი დინასტიები

როგორ ცხოვრობენ დღეს მსოფლიოს უმდიდრესი დინასტიები

როკფელერები

ოჰაიოს მეწარმე ძმებმა, ჯონ და უილიამ როკფელერებმა კომპანია “სტანდარტ ოილს“ 1870 წელს დააფუძნეს. 1880-იანი წლებისთვის ძმები აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები იყვნენ.

1916 წელს ჯონ როკფელერი ამერიკის პირველი მილიარდერი გახდა.

თანამედროვე ისტორიის უმდიდრესი კერძო ბიზესის მფლობელი, ჯონ როკფელერი 400 მილიარდ დოლარს ფლობდა. მან თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას შესწირა. ჯო როკფელერი 1937 წელს გარდაიცვალა.

როკფელერის ქონება შთამომავლებს შორის არის გაყოფილი. Forbes– ის თანახმად, კლანის კოლექტიური ქონება 2017 წელს 11 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თუმცა მედია როკფელერების დამალულ ქოებაზე აქტიურად წერს. საოჯახო საქველმოქმედო კომპანიები ასობით მილიონ დოლარს აკონტროლებენ. როკფელერები კურირებენ ხელოვნებისა და კონსერვაციის პროექტების, ჯანდაცვისა და საერთაშორისო სავაჭრო ინიციატივების დაფინანსებას.

ყველაზე ცნობილი “თანამედროვე“ როკფელერი - დევიდი, 2017 წელს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის უმდიდრესი წევრი 3,3 მილიარდ დოლარს ფლობდა. მისი ვაჟი, დევიდ როკფელერ უმცროსი ოჯახური ფონდის ამჟამინდელი თავმჯდომარეა. აღსანიშავია, რომ იგი გაცილებით ნაკლებ ქონებას ფლობს, ვიდრე მისი მამა.

საზოგადოებისთვის კარგად არიან ცნობილნი დიზაინერი არიანა როკფელერი და პოლიტიკოსი ჯეი როკფელერი, რომლის პირადი ქონება 160 მილიონი დოლარია.

როტშილდები

როტშილდების საბანკო დინასტიის ფუძემდებელი მაიერ ამშელ როტშილდი, 1744 წელს ფრანკფურტის ებრაულ გეტოში დაიბადა და ევროპის წამყვანი ბანკირი გახდა.

მთავარმა როტშილდმა თავისი სიმდიდრე თავის ხუთ ვაჟს უანდერძა, რომლებმაც ოჯახის ფილიალები დააარსეს საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და ავსტრიაში. XIX საუკუნის ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, როტშილდების ოჯახი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახი იყო.

წლების განმავლობაში, ოჯახზე გაყოფილმა ქონებამ ბრწყინვალე შატოდან დაწყებული, ენერგეტიკული კომპანიებით და მასშტაბური საქველმოქმედო საქმიანობით დამთავრებული, თითქმის ყველა ბიზნეს სფერო მოიცვა. როტშილდები ხშირად ხდებოდნენ ანტისემიტური შეთქმულების თეორეტიკოსების სამიზნე. სინამდვილეში, მათი გვარი პლანეტის ყველაზე მდიდარი არ არის.

Forbes- ის გლობალური მილიარდერების სიაში ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი ფიგურირებს. ბანკირ ბარონ ბენჟამინ დე როტშილდი, ოჯახის ფრანგული ფილიალიდან 1,5 მილიარდი დოლარი აქვს.

მე -4 ბარონი ჯეიკობ როტშილდი, ოჯახის ინგლისის შტოს ყველაზე მდიდარი წევრია. Bloomberg– ის მონაცემებით, ბანკირის წმინდა ქონება 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგია.

ჰერსტები

მედია მაგნატი უილიამ რენდოლფ ჰერსტი 28 გავლენიანი გაზეთისა და 18 ჟურნალის მფლობელი იყო. 1951 წელს, როდესაც იგი გარდაიცვალა, ჰერსტის მედია კომპანია 30 მილიარდი დოლარი ღირდა.

ვანდერბილტებისგან განსხვავებით, რომლებიც ფულს უმეტესწილად ფლანგავდნენ, ჰერსტებმა ოჯახის ბიზნესი გააფართოვეს. Bloomberg- ის ბოლო შეფასებით, ცოცხალი მემკვიდრეები, რომელთა რიცხვი 67-ს შეადგენს, 24,5 მილიარდ დოლარს ფლობენ.

უილიამ რენდოლფ ჰერსტ III არის “ჰერსტ კორპორაციის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე. ბოლო მონაცემებით კორპორაცია 2.3 მილიარდი დოლარი ღირს.

ოჯახის სიმდიდრის დამსახურებაა სწორედ ის, რომ უილიამ რენდოლფ ჰერსტის შვილიშვილი, ჯორჯ რენდოლფ ჰერსტ III, ნიუ – იორკში ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთის Times Union– ის გამომცემელი, აღმასრულებელი დირექტორი და ჰერსტ კორპორაციის დირექტორია.

უილიამ რენდოლფ ჰერსტის კიდევ ერთი შვილიშვილი პეტი ჰერსტი, 1974 წელს ტერორისტულმა ჯგუფმა, სიმბიონეს განმათავისუფლებელმა არმიამ მძევლად აიყვანა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პეტი ბანკების ძარცვაში თავად მოაწილეობდა და ტერორისტულ ჯგუფთან სინამდვილეში საქმიანი უერთიერთობებიც კი ჰქონდა დამყარებული. როდესაც სიმართლე გაირკვა, ჰერსტი დააპატიმრეს. მოგვიანებით, 2001 წელს, იგი პრეზიდენტმა კლინტონმა შეიწყალა. ახლა უკვე ცნობილი ფილანტროპი, პატი ჰირსტი დაახლოებით 45 მილიონ დოლარს ფლობს.

პეტის ქალიშვილი, სუპერმოდელი ლიდია ჰერსტი უფრო მდიდარია, მისი ქონება 100 მილიონი დოლარს შეადგენს.განაგრძეთ კითხვა

myquiz