მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს | Allnews.Ge

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს

გამოცემა Business Insider-ი აქვეყნებს Wealth-X's-ის კვლევას იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის წარმოებისას "მდიდრად" მიჩნეულია ადამიანი, რომლის ქონებაც 30 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. რეიტინგის მიხედვით გამოვლინდა, რომ მის სათავეში მყოფ 10 ქვეყანაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 72% (265 490 ადამიანი) ცხოვრობს.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც 2019 წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს.

10. შვეიცარია

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 6 145

მათი საერთო ქონება: 808 მილიარდი აშშ დოლარი

9. იტალია

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 6 270

მათი საერთო ქონება: 708 მილიარდი აშშ დოლარი

8. ჰონგ-კონგი

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 8 950

მათი საერთო ქონება: 1.18 ტრილიონი აშშ დოლარი

7. დიდი ბრიტანეთი

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 9 575

მათი საერთო ქონება: 1.01 ტრილიონი აშშ დოლარი

6. საფრანგეთი

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 10 145

მათი საერთო ქონება: 1.05 ტრილიონი აშშ დოლარი

5. კანადა

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 10 395

მათი საერთო ქონება: 1.05 ტრილიონი აშშ დოლარი

4. გერმანია

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 15 685

მათი საერთო ქონება: 1.85 ტრილიონი აშშ დოლარი

3. იაპონია

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 17 855

მათი საერთო ქონება: 1.67 ტრილიონი აშშ დოლარი

2. ჩინეთი

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 24. 965

მათი საერთო ქონება: 3.76 ტრილიონი აშშ დოლარი

1.აშშ

მდიდარი ადამიანების რაოდენობა: 81 340

მათი საერთო ქონება: 9.84 ტრილიონი აშშ დოლარი

myquiz