1 კგ ქათმის ხორცი 14.6 მილიონად - ვენესუელაში ინფლაციის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია | Allnews.Ge

1 კგ ქათმის ხორცი 14.6 მილიონად - ვენესუელაში ინფლაციის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვენესუელაში სერიოზული სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმი აკონტოლებს. მოსახლეობის უმეტესობა, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა კი მხარს ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს უჭერს.

ამ დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები სერიოზულად გამწვავდა, მილიონობით ადამიანმა კი შიმშილობის გამო თავშესაფრის ძებნა მეზობელ ქვეყნებში დაიწყო. მოსახლეობის უმეტესობას ყოველდღიურად საჭირო პროდუქტების შეძენაც კი არ შეუძლია.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში ვენესუელაში ფასების ზრდამ 500% -ს გადააჭარბა, ფასების ზრდამ კი 3 524% შეადგინა. ვენესუელას ცენტრალური ბანკის ცნობით, ქვეყანაში 2019 წელს ინფლაციამ 9 585.5% შეადგინა.

კრიზისული სიტუაციის უკეთ აღქმის მიზნით, წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს სადაც ნაჩვენებია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასები.

ქათმის ხორცი- 14 600 000 ბოლივარი (2.22 აშშ დოლარი)

1 კილოგრამი პომიდორი- 5 000 000 ბოლივარი (0.76 აშშ დოლარი)

ტუალეტის ქაღალდი- 2 600 000 ბოლივარი (0.40 აშშ დოლარი)

1 კგ ხორცი- 9 500 000 ბოლივარი (1.45 აშშ დოლარი)

ყველი- 7 500 000 ბოლივარი (1.14 აშშ დოლარი)

myquiz