რა ღირს საწვავი "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე?- „ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა | Allnews.Ge

რა ღირს საწვავი "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე?- „ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

"ვისოლმა" მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე ჯამურად 80 თეთრამდე შეამცირეა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა. დღესდღეობით ვისოლში ევრო რეგულარის ფასი 1.80 ლარი, ეკო პრემიუმის 1.95 ლარი, ეკო სუპერის 2.12 ლარი, ეკო დიზელის 2.02 ლარი, ევრო დიზელის 1,97 ლარი, დიზელ ენერჯის ფასი კი 1. 92 ლარია.

საწვავზე ფასების კლება მიმდინარე წლის თებერვლის თვის შუა პერიოდში დაიწყო და შემცირების ტენდენცია გაგრძელდება ლარის გაცვლითი კურსის და ნავთობრპოდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების თანმიმდევრულად. დამატებით, "უნიქარდის" მფლობელებმა "ვისოლის" ქსელში ყოველდღიურად ლიტრ საწვავე 10 თეთრი, ხოლო უქმე დღეებზე 15 თეთრი დანაზოგით ჯამურად 95 თეთრამდე ფასდაკლება მიიღეს. შეგახსენებთ, რომ უკვე 10 წელია "ვისოლი" უნიქარდის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოს ნავთობსექტორში.

"ვისოლს" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის ეკოს საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა, სადაც ქსელთან შედარებით ყოველთვის ყველაზე მიმზიდველი ფასი აქვს და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. "ვისოლი" "ი-სპეისთან" თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

myquiz