ჩინეთში წარმოება განახლდა - რომელია ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი 10 ქალაქი ქვეყანაში | Allnews.Ge

ჩინეთში წარმოება განახლდა - რომელია ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი 10 ქალაქი ქვეყანაში

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ჩინეთს უზარმაზარი ზარალი მიაყენა, ქვეყანა ყველანაირად ცდილობს საბოლოოდ დაამარცხოს ვირუსი და ეკონომიკური წინსვლა აღადგინოს.

დღესდღეობით ჩინეთში უკვე საგრძნობლად იკლო კორონავირუსის შემთხვევებმა თუ გარდაცვალების ფაქტებმა, ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, ადამიანები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც.

გამოცემა Yicai.com ჩინეთის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ 10 ქალაქს ასახელებს, რომლებიც კორონავირუსის შედეგად წარმოქმნილ კრიზისს მალე გადალახავენ.

ტიანძინი

ტიანძინის ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის მშპ 1.41 ტრილიონ იუანს (198 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. ტიანძინი ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს.

ჰანჯოუ

ქალაქი ჯანჯოუ ჯენიანის პროვინციის დედაქალაქს წარმოადგენს. 2019 წლის მონაცემებით ჰანჯოუს მშპ 1.54 ტრილიონ იუანს (217 მილიარდი დოლარი) შეადგენს.

ჩენდუ

ქალაქი ჩენდუ სიჩუანის პროვინციის დედაქალაქია და რეგიონის ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო და ტექნოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს. 2019 წლის მონაცემებით, ქალაქის მშპ 1.70 ტრილიონი იუანია (239 მილიარდი აშშ დოლარი).

ვუჰანი

ქალაქ ვუჰანს, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრია, ჩინეთის ეკონომიკაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ვუჰანი რამდენიმე დასახლებასთან ერთად მეტროპოლიას ქმნის, სადაც 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

სუჯოუ

ქალაქი სუჯოუ ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყვითელ ზღვასთან მდებარეობს. ქალაქი ქიმიური მრეწველობით, ქაღალდის, ბამბისა და საკვების წარმოებით გამოირჩევა. ბოლო წლებში სუჯოუში ტექნოლოგიური ბუმი შეინიშნება.

ჩონცინი

ქალაქი ჩუნცინი ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ განსაკუთრებით ქიმიური მრეწველობა, ინჟინერია და მეტალურგიაა განვითარებული. 2019 წლის მონაცემებით, ქალაქის მშპ 2.36 ტრილიონ იუანს (332 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.

გუანჯო

ქალაქი გუანჯო გუანგდონგის პროვინციის დედაქალაქია, რომლის მოსახლეობა 14 მილიონს შეადგენს. ქალაქი სამხრეთ ჩინეთის ტურისტული, ინდუსტრიული და ფინანსური ცენტრია.

შენჯენი

შენჯენი გუანგდონგის პროვინციის კიდევ ერთი უდიდესი ქალაქია. შენჯენი უახლესი ტექნოლოგიებითა და ინვესტიციების დიდი რაოდენობითაა ცნობილი. 2019 წლის მონაცემებით, ქალაქის მშპ 2.69 ტრილიონი იუანია (379 მილიარდი აშშ დოლარი).

პეკინი

ჩინეთის დედაქალაქი და ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და საგანმანათლებლო ცენტრია. 2019 წელს ქალაქის მშპ-მა 3.54 ტრილიონი იუანი (499 მილიარდ აშშ დოლარს) შეადგინა.

შანხაი

შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრია, სადაც მსოფლიოს უდიდესი პორტი მდებარეობს. 2019 წელს ქალაქის მშპ-მა 3.82 ტრილიონი იუანი (538 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.

myquiz