ხილის 5 სახეობა, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდულობს | Allnews.Ge

ხილის 5 სახეობა, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდულობს

საქართველოში იმპორტირებული ხილის რაოდენობა შემცირდა.

2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 66 097 900 დოლარის ხილი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 78 132 800 დოლარი იყო.

ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ხილის 5 სახეობას, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდულობს.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით, ახალი ან გამხმარი ბანანები იყიდა, რომლის იმპორტმაც 21 381 800 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 14 562 600 დოლარით თხილი და სხვა კაკალი გავიდა. მესამე ადგილზე კი ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფია, რომლის იმპორტმაც 12 613 800 დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილი 3 685 900 დოლარით ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი უკავია. ხუთეულს ამთავრებს ახალი ან გამხმარი ყურძენი, რომლის იმპორტმაც 3 485 600 დოლარი შეადგინა.

myquiz