პროდუქტები, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში | Allnews.Ge

პროდუქტები, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

2019 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია (1 816.1 მლნ აშშ დოლარი).

ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთისგან.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

ტრიკოტაჟის ნაწარმი - 37 850 500 დოლარი

ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 28 902 600 დოლარი

ფეროშენადნობები - 18 502 000 დოლარი

სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 13 750 200 დოლარი

მამაკაცის ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები - 13 660 300 დოლარი

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

დაფასოებული მედიკამენტები - 83 777 700 დოლარი

მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - 61 665 500 დოლარი

მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 42 798 100 დოლარი

მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 42 768 400 დოლარი

მავთულები იზოლირებული, კაბელები - 40 047 200 დოლარი

myquiz