Coca-Сola ისევ მსოფლიოს ძვირად ღირებული ბრენდების ათეულშია - რა მოგებაზე მუშაობს კომპანია საქართველოში | Allnews.Ge

Coca-Сola ისევ მსოფლიოს ძვირად ღირებული ბრენდების ათეულშია - რა მოგებაზე მუშაობს კომპანია საქართველოში

Coca-Сola მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ჩამონათვალში პოზიციებს არ თმობს და ის ახალი რეიტინგით კვლავ სიის ათეულშია. ამასთან, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, Coca-Cola-ს სუფთა მოგება 24%-ით 6,878 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები საქართველოში. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მთლიანი მოგება 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გაიზარდა.

კერძოდ, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წელს კომპანიის მთლიანი მოგება 47,334 მლნ ლარი იყო, რაც 7,1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მოგებამ 44,187 მლნ ლარი შეადგინა. წლის მოგება კი უფრო მეტად გაიზარდა, კერძოდ, 2017 წელს წლის მოგება იყო 5,639 მლნ ლარი, 2018 წელს კი 19,155 მლნ ლარი.

ამასთან, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ამონაგები 150,185 მლნ ლარი; 2017 წელს კი - 132,609 მლნ ლარი იყო.

როგორც კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 208,931მლნ ლარის აქტივები იყო. ანგარიშის მიხეედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მარაგები 9,079 მლნ ლარს შეადგენს.

წაიკითხეთ გაგრძელება bpn.ge-ზე

myquiz