როგორ იცვლებოდა საწვავის ფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში? - იხილეთ ინფოგრაფიკა | Allnews.Ge

როგორ იცვლებოდა საწვავის ფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში? - იხილეთ ინფოგრაფიკა

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა. ბენზინი და დიზელი გაძვირდა როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია სუპერის ტიპის ბენზინის ღირებულებამ და 2 ლარსა და 67 თეთრს გაუტოლდა.

ALLNEWS.GE-მ საწვავის ღირებულების ბოლო ათი წლის სტატისტიკა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ბენზინი ყველაზე იაფი 2009 წლის იანვარ-თებერვალში იყო. მაშინ საწვავის ღირებულება 90 თეთრს შეადგენდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ ALLNEWS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008-2018 წლების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის მინიმალური და მაქსიმალური ფასები საქართველოში მდებარე ავტოგასამართ სადგურებში ასეთი იყო:

როგორც ბოლო ათი წლის სტატისტიკიდან ირკვევა, საწვავის ღირებულების მაქსიმუმი მიმდინარე წლის სექტემბერში დაფიქსირდა. ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდა კი განსაკუთრებით თვალშისაცემი 2017 წლის იანვრიდან, საწვავზე აქციზის გადასახადის მატების გამო გახდა. მაშინ ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე.

myquiz