საქართველოში ერთ ადამიანს დაახლოებით ორი საბანკო ბარათი აქვს | Allnews.Ge

საქართველოში ერთ ადამიანს დაახლოებით ორი საბანკო ბარათი აქვს

საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ივლისში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 7 644 295 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 810 456 ერთეული შეადგინა, საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 6 833 839 ერთეული.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2017 წლის ივლისში ბაზარზე იყო 633 725 საკრედიტო ბარათი და 8 616 752 სადებეტო ბარათი.

წყარო: bpn.ge

myquiz