ქვეყნები, რომლებიც ოფიციალურ ვალუტად დოლარს იყენებს | Allnews.Ge

ქვეყნები, რომლებიც ოფიციალურ ვალუტად დოლარს იყენებს

ამერიკული დოლარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტაა. დოლარი ათობით ქვეყანაში ოფიციალური ვალუტაა, რის გამოც შეიძლება ითქვას რომ, მას დედამიწაზე 350 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს, როგორც მთავარ ვალუტას. მათ შორისა არის სამხრეთ ამერიკის, წყნარი ოკეანის და აფრიკის ქვეყნებიც.

გთავაზობთ ქვეყნებს და ტერიტორიებს, სადაც ამერიკული დოლარი ოფიციალური ვალუტაა:

-აშშ

-ეკვადორი

-ელ-სალვადორი

-მარშალის კუნძულები

-მიკრონეზია

-პალაუ

-ზიმბაბვე

-აღმოსავლეთ ტიმორი

-გუამი, პუერტო რიკო, ამერიკის სამოა, აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები

-ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ტერქსუსა და კაიკოსის კუნძულები

ეკვადორმა ამერიკული დოლარი ოფიციალურ ვალუტად 2000 წლიდან აღიარა, მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისის დროს მოქალაქეებმა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე უარი თქვეს.

მიკრონეზიამ, პალაუმ და მარშალის კუნძულებმა კი, მას შემდეგ რაც აშშ-ისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, გადაწყვიტეს ამერიკული დოლარის გამოყენება გაეგრძელებინათ.

თუმცა, არის ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებიც თავიანთ ეროვნული ვალუტების პარალელურად, ფართოდ იყენებენ ასევე ამერიკულ დოლარსაც. ასეთებია:

-ბელიზი

-ბარბადოსი

-კოსტა რიკა

-ნიკარაგუა

-პანამა

-მიანმარი

-კამბოჯა

-ლიბერია

-ბაჰამის კუნძულები

-სენტ კიტსი და ნევისი

-არუბა, ბონეირი, კიურასაო, სინტ-მარტენი, სინტ-ესტატიუსი

-ბერმუდის კუძნულები, კაიმანის კუნძულები

myquiz