ქართული LED ტელევიზორების მარაგი უკვე ამოიწურა - მისი წარმოება დროებით შეწყვეტილია | Allnews.Ge

ქართული LED ტელევიზორების მარაგი უკვე ამოიწურა - მისი წარმოება დროებით შეწყვეტილია

ქართულ-აზერბაიჯანულმა კომპანია AG-TELECOM-მ ტელევიზორების წარმოება დროებით შეწყვიტა, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა Allnews.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული წარმოების 4 000 LED ტელევიზორის წარმოება განხორციელდა, რომლის მარაგიც სრულიად ამოიწურა.

მარაგის ამოწურვის გამო ქარხანაში ტელევიზორების წარმოება დროებით შეჩერდა და თანხების მობილიზება სხვა პროექტზე დაიწყო, თუმცა LED ტელევიზორების წარმოების განახლებას გეგმავს.

მიხეილ ღლონტის განმარტებით, LED ტელევიზორების ფასები ამჟამად ასეთია: 32-ინჩიანი ტელევიზორი 380 ლარი, ხოლო 40-ინჩიანი - 575 ლარი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში წარმოებულ ტელევიზორებზე მაღალი მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით კორპორაციული კლიენტებისგან, კერძოდ, სასტუმროებისგან და მარაგის ამოწურვაც სწორედ ამ მოთხოვნას მოჰყვა.

myquiz