მილიარდერები, რომლებიც 31 500-დოლარიან სახლში ცხოვრობენ და ეკონომკლასით მგზავრობენ | Allnews.Ge

მილიარდერები, რომლებიც 31 500-დოლარიან სახლში ცხოვრობენ და ეკონომკლასით მგზავრობენ

მოკრძალებულობა სუბიქტური ტერმინია. ვინმე ჯოსთვის ეს შესაძლოა საჭმლის სახლში ჭამას ან იაფფასიანი ავიაბილეთის პოვნის იმედად ინტერნეტის გადაქექვას ნიშნავდეს. მაგრამ მილიარდერებისთვის ეს შესაძლოა, ჯინსებსა და მაისურში მუშაობა, "ტოიოტასა" და "ფოლკსვაგენის" ტარებასა და ზოგიერთ შემთხვევაში პირადი თვითმფრინავისა და დასასვენებლად მდიდრული სახლის ყიდვაზე უარის თქმა იყოს.

დედამიწაზე რამდენიმე ყველაზე მდიდარი ადამიანი გამაოგნებლად მოკრძალებულია თავის ჩვევებში.

ზოგიერთი მათგანი ლანჩს თანამშრომლებთან ერთად ოფისის კაფეტერიაში მიირთმევს და ცხოვრობს სახლში, რომელიც მათი შესაძლებლობის დემონსტრირებას სულაც არ ახდენს, ამასთანავე ზოგიერთი მათგანი გულუხვი ფილანთროპისტია.

ამაზონის დაამარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი, მიუხედავად იმისა, რომ 109 მილიარდი დოლარის მფლობელია, კვლავ "ჰონდა აკორდით" გადაადგილდება. ჯერ კიდევ 1999 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ჰონდა აკორდი" შესანიშავი მანქანაა.

Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელი დირექტორი უორენ ბაფეტი იმავე სახლი ცხოვრობს, რომელიც მან 1958 წელს 31 500 დოლარად იყიდა. არ ატარებს მობილურ ტელეფონს და სამუშაო მაგიდაზე არ აქვს კომპიუტერი. როდესაც ბაფეტს თავისი მეგობარი ბილ გეიტსი ომაჰაში ეწვია, Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელი დირექტორმა ის აეროპორტიდან თავად წამოიყვანა.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, რომელიც 74,2 მილიარდ დოლარს განკარგავს, "ფორკსვაგენ ჰეჩბექით" გადაადგილდება. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, თავის მეუღლესთან პრისცილა ჩანთან ერთად არაძვირადღირებულ ცხოვრების წესს ეწევა. მისი ჩაცმულობა, რომელიც ერთი და იგივე მაისურებისა და ჯინსის კომბინაციას წარმოადგენს სოციალურ ქსელში განხილვის თემა არაერთხელ გამხდარა.

Grupo Carso-ს დამფუძნებელი კარლოს სლიმი კი, რომელიც 66,5 მილიარდის მფლობელია, 6-საძინებლიან სახლში უკვე 40 წელია ცხოვრობს. იმის ნაცვლად, რომ თავისი ქონება დახარჯოს, კარლოს სლიმი ფულს კვლავ თავის ბიზნესში აბრუნებს. ერთხელ "როიტერთან" საუბარში მან განმარტა, რომ სიმდიდრე ხეხილის ბაღივითაა, რადგან ერთადერთი რაც უნდა გააკეთა, უნდა გააფართოვო ის და რეინვესტირება განახორციელო, რათა ის კიდევ უფრო დიდი გახდეს. ის მექსიკის უმდირესი ადამიანია, თუმცა, პირადი თვითმფრინავისა და იახტის ყიდვაზე უარს ამბობს და როგორც ცნობილია ჯერ კიდევ ძველ "მერსედეს ბენცს" ატარებს.

Dish Network-ის თავმჯდომარე ჩარლი ერგენი 15,2 მილიარდ დოლარს ფლობს, თუმცა, სამსახურში წასვლამდე ყოველ დღე ლანჩს იმზადებს და ყავისფერ პარკში დებს. საქმიანი მოგზაურობის დროს ის სასტუმროს ნომრებს თავის კოლეგებთან ერთად იყოფს.

Inditex-ის დაამარსებელი ამანსიო ორტეგა, ყველ დღე ლანჩს თავის თანამშრომებთან ერთად "ზარას" სათაო ოფისის კაფეტერიაში ჭამს. იგი  75,6 მილიარდ დოლარს ფლობს. "ზარას" დამაარსებელი მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანია, თუმცა, როგორც ჩანს ამას მის პირად ჩვევებზე გავლენა არ მოუხდენია. მარკ ცუკერბერგის მსგავსად ესპანელ მოდის მაგნატს უბრალო ჩაცმულობა მოსწონს. ის თითქმის ყოველ დღე ლურჯ პიჯაკს, თეთრ მაისურსა და ნაცრისფერ შარვალს იცვამს. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ 81 წლის ბიზნესმენს მოკრძალებული ადამიანის სტატუსი არ ეკუთვნის, რადგან მის განკარგულებაში 45 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი თვითმფრინავია, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ის ხშირად არ მოგზაურობს.

IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი მიუხედავად იმისა, რომ 56,4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ჯერ კიდევ ეკონომკლასით დაფრინავს და ხშირად ავტობუსით გადაადგილდება. ის ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, თუმცა ამას ნამდილად ვერ მიხვდები, როდესაც ეკონომ კლასში შეხვდები ან IKEA-ს კაფეტერიაში მის გვერდით შეჭამ.

myquiz