10 კომპანია საქართველოში, რომელთაც ყველაზე დიდი ბრუნვა აქვთ | Allnews.Ge

10 კომპანია საქართველოში, რომელთაც ყველაზე დიდი ბრუნვა აქვთ

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,5%-ით გაიზარდა და 21,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"საქსტატი" ბრუნვის მიხედვით გასული წლის ტოპ 10 კომპანიის სიასაც ავრცელებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი მონაცემებია. ამასთან, სამსახურის ცნობით, კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული და არც მათი ბრუნვის კონკრეტული მოცულობა არ არის საჯარო ინფორმაცია.

კომპანიების ჩამონათვალში, რომელთაც ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ გასულ წელს, მოხვდნენ: "ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში"; სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი"; "ენერგო-პრო ჯორჯია"; შპს "მარსი"; "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი"; "სოკარ ჯორჯია გაზი".

ამასთან, კომპანიათა ათეულში არიან: "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"; შპს "სუპერბეთი 2014"; "ჩემპიონები 111" და "ჯორჯიან მანგანეზი".

წყარო: bpn.ge

myquiz