ტაბახმელაში არაბული ქალაქის მშენებლობა იწყება | Allnews.Ge

ტაბახმელაში არაბული ქალაქის მშენებლობა იწყება

ტაბახმელაში City Green Valley-ის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება.

პროექტს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group ახორციელებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ზუსტი თარიღის დასახელება უჭირს, თუმცა მშენებლობა ზაფხულში აუცილებლად დაიწყება.

ტაბახმელაში ე.წ. "მწავნე ქალაქის" მშენებლობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაანონსდა. მშენებლობის დაწყების ვადებმა კი გადაიწია და ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც ვახტანგ გურგენიძე განმარტავს, ახალი ქალაქის მშენებლობა დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წელში, დასრულდება.

Green Valley International Real Estate Group-ის ოფიციალურ საიტზე City Green Valley-ის მშენებლობის პროექტის შესახებ აღნიშნულია, რომ ქალაქი რამდენიმენაწილიანი იქნება, რომელშიც თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი სახლები და ვილები იქნება გაერთიანებული.

ქალაქი მოიცავს 10 შენობას, რომელიც სხვადასხვა დიზაინისა და ზომის 510 საცხოვრებელ სახლს აერთიანებს, მათ შორის არის სტუდიური ტიპის ბინები. ქალაქი ასევე მოიცავს რამდენიმე კერძო საცხოვრებელ სახლს, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი სახელი: "ალ-დაბის ვილები", "ალ-ყალალას ვილები" და "ალ-ჯუმირას ვილები".

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz