ქართული წარმოების ანტიბიოტიკები აფრიკის ქვეყნებში გაიყიდება | Allnews.Ge

ქართული წარმოების ანტიბიოტიკები აფრიკის ქვეყნებში გაიყიდება

მედიკამენტების მწარმოებელი ქართული კომპანია "აბიფარმი" საინექციო ანტიბიოტიკებს აფრიკის ქვეყნებში გაიტანს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ჭეიშვილმა Allnews.ge-ს განუცხადა, სუდანში ანტიბიოტიკები ექსპორტზე უკვე გავიდა, აპრილში კი მათი იემენში გატანაც დაიწყება.

"აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით. 12-15 ჯგუფის საინექციო ანტიბიოტიკები გაგვაქვს, ისე 20 ჯგუფის ანტიბიოტიკს ვაწარმოებთ. აღნიშნული მედიკამენტების რეალიზაცია საქართველოში არსებულ საჰოსპიტალე სეგმენტშიც ხდება და მგონი, ყველა ძირითად ამბულატორიასა და კლინიკას ჩვენ ვამარაგებთ," - განმარტა ირაკლი ჭანკოტაძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წელია ანტიბიოტიკები ერაყში, უზბეკეთსა და სომხეთში ექსპორტზე უკვე გადის.

"აბიფარმი" თავდაპირველად კერძო ინვესტიციებით აშენდა, მოგვიანებით კი პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჩაერთო და დაბალპროცენტიანი სესხი აიღო.

myquiz