"თიბისი ბანკის" ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა | Allnews.Ge

"თიბისი ბანკის" ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა

"თიბისი ბანკის" ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, "თიბისის" ბანკომატებიდან თანხის გამოტანა უკვე ბარათის წამკითხველზე ბარათის ან სტიკერის ერთი შეხებით არის შესაძლებელი.

"ახალი ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, თანხა ჩვეულებრივზე 2-ჯერ უფრო სწრაფად გაანაღდოთ. ამასთან, თავიდან იქნება აცილებული ბანკომატში ბარათის დარჩენის რისკი. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ძალიან მარტივია: ბარათის წამკითხველზე დადების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება პინ-კოდის შეყვანის ფანჯარა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიყვანს პინ-კოდს, ის გაანაღდებს მისთვის სასურველ თანხას. ბანკომატიდან თანხის უკონტაქტოდ გატანის ფუნქციონალი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის თითქმის ყველა წამყვან ბანკს აქვს“, – აცხადებენ ბანკში.

myquiz