რამდენი ლარია საჭირო საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად | Allnews.Ge

რამდენი ლარია საჭირო საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით კი, 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 185,7 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 185.7 ლარიდან გათვალისწინებულია 66.6 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხაცმელზე - 7.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 7.9 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 26.8 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე კი - 23.1 ლარი, ტრანსპორტზე - 19.4, განათლებაზე - 6.4 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 28 ლარია გათვლილი.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 742.8 ლარი დაჯდება. შეგახსენებთ, აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.

რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს საშუალო თვიური ფულადი შემოსავალი ერთ ადამიანზე 237,4 ლარი იყო. ცნობისთვის, ფულად შემოსავალში შედის - დაქირავებული შრომა, თვითდასაქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა, პენსია, გზავნილი და ა.შ.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz