ვინ გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი | Allnews.Ge

ვინ გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

"ამაზონის" დამფუძნებელი ჯოზეფ ბეზოსი ერთ საღამოს 6,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი კაპიტალის საერთო რაოდენობამ 123 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ბეზოსის კომპანიის აქციებმა 1 თებერვლის ვაჭრობის დროს 6,2 პროცენტით მოიმატა. ახლა "ამაზონის" მფლობელს 30 მილიარდი დოლარით მეტი აქვს, ვიდრე მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზე მყოფ უმდიდრეს ადამიანს - ბილ გეითსს.

მიმდინარე წელი ჯოზეფ ბეზოსთვის წარმატებულად დაიწყო, რადგან გასულ თვეში 17,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. "ამაზონის" აქციებმა ბოლო თვის განმავლობაში 19 %-ით მოიმატა.

ბეზოსმა "ამაზონი" 1994 წელს დააფუძნა. 2016 წლისთვის მისი კომპანიის ბრუნვამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა. "ამაზონის" გარდა, მას ეკუთვნის გაზეთი "The Washington Post" და კომპანია "Blue Origin"

myquiz