ბიტკოინის "კრახი" - 10 მოვლენა, რასაც 2018 წლისთვის პროგნოზირებენ | Allnews.Ge

ბიტკოინის "კრახი" - 10 მოვლენა, რასაც 2018 წლისთვის პროგნოზირებენ

დანიურმა Saxo Bank-მა 15 წლიან ტრადიციას არ უღალატა და ამჯერადაც გამოაქვეყნა საკუთარი პროგნოზები მომავალი 2018 წლისთვის.

ბანკის მიერ წარმოდგენილ წლევანდელ კვლევაში ყურადრებას იქცევს "კორპორაციული ფემინიზმის" აღზევება, "ეფლის" შესუსტება, ბიტკოინის "კრახი" და ამერიკელი ელექტორატის განწყობების ცვლილება.

წარმოგიდგენთ 10 "პროგნოზს" მომავალი წლისთვის:

1. ბანკი ბიტკოინის კრახს პროგნოზირებს - კრიპტოვალუტის მიმართ ბოლო წლებში გაასმაგებული ინტერესი აუცილებლად მიიყვანს მას სრულ კრახამდე.

2. ქალი მმართველები - ბანკის პროგნოზით Fortune 500-ში შემავალ კომპანიებში, ქალი მმართველების რიცხვი გაორმაგდება.

3. მემარცხენე განწყობები აშშ-ში - ბანკი წერს, რომ ამერიკის პოლიტიკაზე გავლენას იქონიებს 1981 წლის შემდეგ შერეულ ეთნიკურ ოჯახებში დაბადებული პირების პოლიტკური სიმპათიები. პლიუს ამას, ამ ფონს ხელს შეუწყობს სულ უფრო მეტი პოპულისტური იდეის მხარდაჭერა დემოკრატიულ პარტიაში, რომელიც მომდევნო კონგრესის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

4. "ავსტრო-უნგრეთის" ახალი იმპერია - ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შორის თანხმობის ზრდის ფონზე, კავშირში შემავალი ქვეყნების ნაწილი წარსდგებიან განსხვავებული ხედვებით და ფრანგულ-გერმანული ცენტრის პარალელურად გაძლიერდება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კოალიცია ავსტრიისა და უნგრეთით სათავეში.

5. Apple გადაინაცვლებს მეორე ადგილზე - ბანკის მოსაზრებით ამეირკული ტექნოლოგიური გიგანტი დაკარგავს პირველ ადგილს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით და მას გადაუსწრებს ჩინური ინტერნეტ კომპანია Tencent, რომლის კაპიტალიზაცია მომავალ წელს ორჯერ გაიზრდება.

6. მოხდება ამერიკის ფედერალური რეზერვის უფრო მეტი დამოკიდებულების ზრდა ამერიკის ხელისუფლებაზე.

7. გაიზრდება ჩინური იუანის როლი სანავთობო ბიზნესში - ბანკის მოსაზრებით ვინაიდან მსოფლიოს უსმხვილესი ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთი შეთანხმებების გაფორმებას სულ უფრო ხშირად აწამროებს საკუთარ ვალუტაში ეს პროცესი გარდაუვალია. იხილეთ გაგრძელება

myquiz