დღეს "შავი პარასკევია" - რა ფასდაკლებები იქნება თბილისის მაღაზიებში? | Allnews.Ge

დღეს "შავი პარასკევია" - რა ფასდაკლებები იქნება თბილისის მაღაზიებში?

"შავი პარასკევი", რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დილის 10 საათიდან დაიწყო

როგორც "თბილისი მოლისა" და "ისთ ფოინთის" ვებგვერდებზეა აღნიშნული, "შავ პარასკევს" მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 30%-იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

რაც შეეხება თბილისში რამდენიმე დღის წინ გახსნილ H&M-ს, მაღაზიაში არ აკონკრეტებენ იქნება თუ არა ფასდაკლებები "შავ პარასკევთან" დაკავშირებით, თუმცა, შვედეთში მაღაზიას 50%-მდე, აშშ-ში კი 30%-მდე ფასდაკლება აქვს.

რაც შეეხება ფასდაკლებებს "ისთ ფოინთში", სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 10%-15%-20%-30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, Adidas, Aldo, Charles & Keith, GIORDANO, Nike, New Balance, Stradivarious, Mango და ა.შ. 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს Koton და Zara. თუმცა, არის 70%-იანი ფასდაკლებაც Blanco-სა და Carrefour-ში.

"თბილისი-მოლის" "ფეისბუქ" გვერდზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფასდაკლებები არ არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა "ბერშკა", "ზარა", "მასიმო დუტი", "სტრადივარიუსი" და ა.შ. თუმცა, სხვა ქვეყნებში ამ ბრენდებსაც აქვთ ფასდაკლება გამოცხადებული. მაგალითად, როგორც "ბერშკას" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის შეძენა 30%-50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

"შავ პარასკევთან" დაკავშირებით, "თბილისი მოლის" მაღაზიებში ძირითადად 30%იანი ფასდაკლებები იმოქმედებს. მაგალითად, MARKS&SPENCER, "ბიბლუსი", ZIPPY, charles&keith, CLARKS და ა.შ. 40 და 50%-იანი ფასდაკლება ექნება "სალამანდერს" ფეხსაცმლისა და ჩანთების სრულ კოლექციაზე, "კენარი" კი მომხმარებელს 20%-60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. იხილეთ გაგრძელება

myquiz