რისი ყიდვა შეიძლება ბითკოინით? | Allnews.Ge

რისი ყიდვა შეიძლება ბითკოინით?

ბოლო დროს კრიპტოვალუტის პოპულარულობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ზოგი ბითკოინს მაინინგის, ზოკიც ბირჟაზე ვაჭრობის გზით შოულობენ, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტას გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ იღებენ. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში კრიპტოვალუტის პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება. საინტერესოა, თუ რისი ყიდვა შეიძლება ბითკოინებით? Allnews.ge გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს:

სასტუმროს ნომერი და ავიაბილეთები

და ეს არა რომელიღაც უცნობი სასტუმრო, არამედ Howard Johnson-ის ქსელის სასტუმრო იქნება! ასევე თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს travelforcoins.com, სადაც მოცემულია სხვადასხვა სასტუმროების და ავიაკომპანიების წინადადებები. ყიდვის შემთხვევაში თქვენ იხდით ბითკოინებში, ხოლო საიტი სასტუმროებთან და ავიაკომპანიებთან ანგარიშს ჩვეულებრივი ვალუტით ასწორებს. კრიპტოვალუტით ავიაბილეთების ყიდვა ასევე საიტ cheapair.com-ზეა შესაძლებელი.

განათლება

ზოგიერთ ქვეყნებში ბითკოინებით განათლების მიღების საფასურის გადახდაც არის შესაძლებელი. პირველი ქვეყანა, რომელსაც სტუდენტებს ასეთი შესაძლებლობა შესთავაზა, კვიპროსი გახდა. კრიპტოვალუტით სწავლის საფასურის გადახდა ასევე რამდენიმე ამერიკულ და ბრიტანულ სასწავლებელში შეიძლება.

პიცა

დიახ, ბითკოინებით პიცის ყიდვაც შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ საიტზე pizzaforcoins.com და შეკვეთა განახორციელოთ. საიტი თანამშრომლობს ისეთ მსხვილ პიცერიებთან, როგორებიცაა Pizza Hut, Domino’s და Papa John.

ძვირფასი სამკაულები

სამკაულების ყიდვა ბრილიანტების გაყიდვის ქსელ Reeds Jewelers-ში შეიძლება. ამ ქსელმა 60-მდე გაყიდვის პუნქტი აქვს.

ახლა კი გადავიდეთ უფრო ძვირფას საყიდლებზე

თუ თქვენ რამდენიმე ათასი ბითკოინის მფლობელი ხართ, შეგიძლიათ შეიძინოთ ვილა საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე - 4500 Bitcoin (1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი), იახტა - 21 ათასი Bitcoin (6 მილიონი დოლარი), აგარაკი კუნძულ ბალიზე - 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი, პენტჰაუსი ესპანეთში - 1,5 მილიონი ევრო, სახლი ფლორიდაში - 4,5 მილიონი დოლარი და უამრავი სხვა საცხოვრებელი, რომელთა დიდი ნაწილი საფრანგეთის სამხრეთში მდებარეობს.

myquiz