09.10.2017 / 17:42
შრიფტის ზომა:

რა ეღირება H&M-ის ტანსაცმელი საქართველოში

ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდის H&M-ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო და პროდუქციის ფასები უკვე დაემატა.
მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 12 ლარიდან 400 ლარამდე იქნება.

კერძოდ, როგორც ბრენდის ვებგვერდზეა მითითებული ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და 89 ლარის ფარგლებში იქნება.

ზამთრის სვიტერების ფასი

20 ლარიდან 180 ლარამდე იქნება; შარვლების ღირებულება 20 ლარიდან 129 ლარამდე მერყეობს; ჯინსის ფასი 29-დან 149 ლარამდე იქნება; ქურთუკები 89 ლარიდან 400 ლარამდე ეღირება; ფეხსააცმელების ფასი დაახლოებით 35-149 ლარის ფარგლებში იქნება; ხოლო ჩანტები 39 ლარიდან 99-მდე ეღირება. მამაკაცის სექციაში ფასები დაახლოებით 29 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს; ხოლო ბავშვის ტანსაცმელი 20-129 ლარის ფარგლებში ეღირება. იხილეთ გაგრძელება