რაში შეიძლება გამოგვადგეს საყოფაცხოვრებო ნარჩენი? | Allnews.Ge

რაში შეიძლება გამოგვადგეს საყოფაცხოვრებო ნარჩენი?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პლანეტა ნაგვითა და ნარჩენებით აივსო და ტემპებს თუ არ შევამცირებთ, 2050 წლისთვის ზღვებსა და ოკეანეებში იმაზე მეტი პოლიეთილენის ნარჩენი შეგვხვდება, ვიდრე თევზი.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ყველაზე ლამაზი გზა

ტრანსპორტიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე კანონი მკაცრდება

ლილოში საწარმო აშენდება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან საწვავს დაამზადებს

2010 წელს დედამიწაზე ყოველდღიურად 3,5 ტონა ნარჩენი გროვდებოდა. სპეციალისტების პროგნოზით, 2100 წლისთვის აღნიშნული რაოდენობა გასამმაგდება. სამწუხაროდ, ნარჩენების გადამუშავება ამ შემთხვევაში ეფექტური არ არის, რადგან პოლიეთილენის ნაწარმი ფაქტობრივად არ გადამუშავდება და მათი 43 პროცენტი მყარი ნარჩენის სახით კვლავ დედამიწის ზედაპირზე რჩება. 20 მილიონი ტონა კი ოკეანეებშია აკუმულირებული.

20 წლის გამომგონებლის დახმარებით მსოფლიო ოკეანე ნაგვისგან 10 წელიწადში გაიწმინდება

მაგრამ არსებობს 4 მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც, შესაძლოა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს. მაგალითად, ინდოეთის ერთ-ერთ შტატ ტამილნადუში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, 1 600 ტონა ნაგავი გადაამუშავეს და შედეგად 1000 კილომეტრის სიგრძის გზა დააგეს.

რომიდან კი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ავსტრიაში მატარებლებით გადააქვთ, სადაც 70 ათასი ტონა ნარჩენის წვის შედეგად გამომუშავებული ენერგიით ავსტრიაში 170 ათას აბონენტს ელექტროენერგიით უზრუნველყოფენ.

რეალურად რა ზიანს აყენებს პოლიეთილენის პარკი ადამიანს და ბუნებას

#გაუფრთხილდიბუნებას – "ბიბლუსმა" პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ პროპაგანდა დაიწყო

გარდა ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნრჩენების დანაწევრება და მათი მიკროსკოპულ ნანონაწილაკებად ქცევა შეიძლება. ეს ნამდვილი ხსნაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც განაა, რომლის ნაგავსაყრელებზეც 65 მილიონი ტონა ელექტროტექნიკაა მოთავსებული.

და ბოლო მაგალითია ინდონეზია, სადაც მოსახლეობის ნახევარი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი. აღნიშნულ ქვეყანაში "ნარჩენების სამედიცინო დაზღვევა" მოქმედებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, ქუჩში ნაგავს აგროვებენ, რომელსაც შემდგომში გადამამუშავებელ საწარმოში აბარებენ, სანაცვლოდ კი სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ფულს იღებენ.

ნარჩენების სოციალური კეთილდღეობისთვის გამოყენება, მართლაც კარგი აზრია.

წყარო: bbc.com

myquiz