ქალაქები, სადაც საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირია | Allnews.Ge

ქალაქები, სადაც საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირია

მსოფლიოს მასშტაბით საცხოვრებელი სახლები ყველაზე ძვირი მონაკოშია. ამ ჯუჯა სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 38 000 ადამიანია, საცხოვრებელი ბინის 1 კვადრატული მეტრის ფასი 45 000 დოლარს აღწევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მონაკოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, მშპ ამ ქვეყანაში დაახლოებით 180 000 დოლარია.

საქართველოს რომელ ქალაქებში ღირს ბინები ყველაზე იაფი?

ახალაშენებული კორპუსის ბინების 11 ხარვეზი

რაც შეეხება სხვა ქალაქებში არსებული საცხოვრებელი ბინების ფასებს, მონაკოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კუთხით ჰონკ-კონგშია.

გთავაზობთ იმ ქალაქების ათეულს, სადაც ბინები ყველაზე ძვირია:

ფასები მოცემულია 2016 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

  ქვეყანა/ქალაქი 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი
1. მონაკო $44,992
2. ჰონგ-კონგი $42,489
3. ტოკიო $31,815
4. ლონდონი $17,600
5. ნიუ-იორკი $18,195
6. შანხაი $16,670
7. პარიზი $12,966
8. მოსკოვი $12,748
9. სინგაპური $11,113
10. დუბაი $6,646
myquiz