შვეიცარიულმა კომპანიამ სუფთა ჰაერის ექსპორტი დაიწყო | Allnews.Ge

შვეიცარიულმა კომპანიამ სუფთა ჰაერის ექსპორტი დაიწყო

შვეიცარიულმა სტარტაპმა Swiss Alpin Air უცხოეთში ალპების ჰაერის გაყიდვა დაიწყო. კომპანიის თქმით, ამ მეთოდით იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს დაბინძურებულ ქალაქებს სუფთა ჰაერით მოამარაგებენ.

"შვეიცარიის ალპებს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, რათა ისიამოვნოს აქაური ხედებით და სუფთა ჰაერი ისუნთქოს. ეს არის სუფთა ჰაერის ექსპორტი. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს სუფთა ჰაერი. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ შვეიცარიული წყლის, შოკალადისა და ყველის ექსპორტს და თუ გვაქვს საუკეთესო ჰაერიც, რატომ არ უნდა მოვახდინოთ მისი ექსპორტირება", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ალპური ჰაერი ონლაინ იყიდება და საიტზე განთავსებულია აეროზოლის ფორმატში, 7-ლიტრიან ფლაკონებში. ერთი 7-ლიტრიანი ფლაკონი 120 ჩასუნთქვაზეა გათვლილი.

ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დედაქალაქი - წარმოუდგენელი ფაქტები შვეიცარიაზე

წყარო: bpn.ge

myquiz