ტანსაცმელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიცვამთ, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაში იყოს წარმოებული | Allnews.Ge

ტანსაცმელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიცვამთ, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაში იყოს წარმოებული

ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბისა და ბალისტიკური იარაღის გამოცდით საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების გაღიზიანება არაერთხელ გამოიწვია. რის გამოც გაერომ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. სანქციების სამიზნე ჩრდილოეთ კორეის ტექსტილის მრეწველობაც გახდა. საინტერესოა რამდენად დიდია აღნიშნული სექტორი ჩრდილოეთ კორეაში.

არის თუ არა შანსი, რომ ჩვენი მაისურების მწარმოებელი, რომლებსაც აწერია, რომ დამზადებულია ჩინეთში, სინამდვილეში სხვა ქვეყანა იყოს? როგორც "ბიბისი" წერს, არის მცირე შანსი იმის, რომ ტანსაცმელს, რომლითაც ყოველ დღე თავს ვიწონებთ, ჩრდილოეთ კორეა აწარმოებდეს.

დამზადებულია ჩინეთში - რას ნიშნავს ეს წარწერა იარლიყზე

როგორ გამოიყურება კუნძული გუამი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ემუქრება

"ბიბისი"-ს კორესპოდენტის კარიშმა ვასვანის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ტექსტილის ინდუსტრიის ღირებულება გასულ წელს სავარაუდოდ, 725 მილიონი დოლარის ოდენობის იყო. გლობალური სტანდარტების მიხედვით, ეს დიდი მონაცემი არ არის, თუმცა, მას მაინც მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში.

იმას რომ ჩრდილოეთ კორეის ტექსტილის მრეწველობის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით საკუთარი მიზეზი აქვს. ჩრდილოეთ კორეაში მდებარე ბევრ საწარმოს თავად ჩინეთი ფლობს. ის ტანსაცმლის საწარმოებლად მასალას საზღვრის მიღმა გზავნის და ჩრდილოეთ კორეის იაფი მუშახელის საშუალებით საბოლოო პროდუქტს ქმნის. უკვე გამზადებული ტანსაცმელი კვლავ ჩინეთში იგზავნება და აქედან მათი ექსპორტი მთელ მსოფლიოში ხდება. კიდევ ერთი ფაქტორი რის გამოც მაისურებზე არ არის მითითებული რომ დამზადებულია ჩრდილოეთ კორეაში პრესტიჟულობაა, მომხმარებელი და საერთაშორისო ბაზარი ჩინეთში დამზადებულ პროდუქციას უფრო მეტად ენდობა.

აქვს თუ არა დასასრული ამ პრაქტიკას? სავარაუდოდ კი, რადგან ჩინეთს გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა მოუწევს.

myquiz