ევროკავშირი საქართველოსთვის როუმინგის ტარიფის გაუქმებას გეგმავს | Allnews.Ge

ევროკავშირი საქართველოსთვის როუმინგის ტარიფის გაუქმებას გეგმავს

ევროკავშირის კანონმდებლები სამი ქვეყნისთვის - საქართველოს, უკრაიანასა და მოლდოვისთვის როუმინგის ტარიფის გაუქმებას გეგმავენ.

"რადიო თავისფუფლების" ინფორმაციით, ევროპარლამენტი და სხვა ევროპული ინსტიტუციები როუმინგის ტარიფის გაუქმების საკითხს ნოემბრის სამიტზე განიხილავენ.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შესაძლოა, სხვა აღმოსავლელ პარტნიორებსაც შესთავაზონ. კერძოდ, სომხეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს, მას შემდეგ "რაც ეს ქვეყნები მზად იქნებიან საჭირო პირობებისთვის".

შეგახსენებთ, ევროკავშირმა როუმინგის გადასახადი გაერთიანების 28 წევრი ქვეყნისთვის ივნისში გააუქმა.

myquiz