ახალ 5-ლარიანს სავაჭრო აპარატების ნაწილში ვერ იყენებენ | Allnews.Ge

ახალ 5-ლარიანს სავაჭრო აპარატების ნაწილში ვერ იყენებენ

ახალ 5-ლარიან კუპიურას მოქალაქეები სავაჭრო აპარატებიდან პროდუქტების შესაძენად ვერ იყენებენ. როგორც აღმოჩნდა, კუპიურის მიღების პრობლემა თვითონ სავაჭრო აპარატების ნაწილს აქვს, რადგან ახალი 5-ლარიანის როგორც სწრაფი გადახდის, ისე სხვა აპარატებში გამოყენებაც შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პრობლემა სავაჭრო აპარატების კომპანიამ უნდა აღმოფხვრას, რადგან ახალი კუპიურები გამოშვებამდე დაიტესტა და ყველა სტანდარტს შეესაბამება, აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება ძველი 5 ლარიანების მსგავსად, ყველგან შეგიძლიათ.

ახალი 5-ლარიანი მიმოქცევაში 1-ელი სექტემბრიდან გამოჩნდა.

myquiz