10.08.2017 / 11:12
შრიფტის ზომა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხება რამდენიმე საათში აღმოიფხვრება

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის კუთხით შექმნილი პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრება.

თბილისის აეროპორტში არსებულ შეფერხებასთან დაკავშირებით გახარიამ განმარტება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"არსებობს საერთაშორისო სისტემა "სიტა", რომელიც აეროპორტებში მგზავრების როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ რეგისტრაციას ახდენს. მას გარკვეული პრობლემები შეექმნა. როგორც ჩანს, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ არის. პრობლემა არის უფრო გლობალური და არის რამდენიმე წერტილში. კავშირი გვაქვს "სიტას" სათაო ოფისთან, თუ როდის მოგვარდება პრობლემა.

სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ახლა მგზავრების ფიზიკური რეგისტრაცია ხდება და არა ონლაინ

რეგისტრაცია. ამ წუთებში რეისების შეფერხების საშუალო დრო არის 15-20 წუთი. არის რიგების პრობლემა, რადგან ყველა ადამიანი უნდა მივიდეს და ფიზიკურად დარეგისტრირდეს, ონლაინ რეგისტრაციის არარსებობის გამო. თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია თAV-ი უახლოეს წუთებში გააკეთებს განცხადებას უფრო კონკრეტული დეტალიზაციით, თუ როდის, რამდენ ხანში იქნება პრობლემა აღმოფხვრილი. საუბარია რამდენიმე საათზე", - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები შეფერხებით სრულდება