10.08.2017 / 11:09
შრიფტის ზომა:

მთავრობა 2018 წლიდან უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს

საქართველოს მთავრობა 2018 წლიდან უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს.

შესაბამისი პოლიტიკური განაცხადი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

"მე ვფიქრობ, უპრეცედენტო მასშტაბი აქვს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. კაპიტალური დანახარჯები ჩვენს ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით არის გაზრდილი. მომავალი წლიდან ჩვენ გაცილებით უფრო დიდ

მასშტაბს ვგეგმავთ. ძალიან ბევრი პროექტი დღეს არის მომზადების ეტაპზე. 2018 წლის მეორე კვარტლიდან, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა - ეს არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ და მე ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება. ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას - არ არის ეს ერთი სამინისტროს საკითხი, აქ არის მთელი გუნდის კოორდინებული სამუშაო და მე ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამისთვის აბსოლუტურად მზად არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.