გერმანული კომპანია ქუთაისში მზის პანელების ქარხნის აშენებას აპირებს | Allnews.Ge

გერმანული კომპანია ქუთაისში მზის პანელების ქარხნის აშენებას აპირებს

გერმანული კომპანია ქუთაისში მზის პანელების ქარხანას ააშენებს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" ხელმძღვანელმა, სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

ნიბლაძის თქმით, ამ ეტაპზე პროექტის დეტალები გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ გერმანული კომპანია საწარმოო ნედლეულს, რომელსაც ჩინეთში ამზადებს, ქუთაისში ჩამოიტანს და მზის პანელებს დაამზადებს.

"საქართველოში ამ ნედლეულის წარმოება ვერ ხერხდება, რადგან შესაბამისი მასალები არ მოიპოვება. ამჟამად, მოლაპარაკებები პროგრესისკენ მიდის. დიდი ალბათობით, გერმანული კომპანია პროდუქციის წარმოებას ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყებს," - განმარტავს თიზ-ის თავმჯდომარე.

სოსო ნიბლაძის თქმით, ინვესტიციის განსახორციელებლად, თავდაპირველად, 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, თუმცა მოგვიანებით, თუ კომპანია წარმოების გაზრდას გადაწყვეტს, პროექტისთვის დასახარჯი თანხის მოცულობა გაიზრდება.

თიზ-ის ხელმძღვანელის თქმით, პროექტში ჩართვით ასევე დუბაიში დარეგისტრირებული ბიზნესმენებიც არიან დაინტერესებულები, თუმცა როგორ დასრულდება მოლაპარაკება, სოსო ნიბლაძისთვის ჯერჯერობით უცნობია.

myquiz